უცნობი და საინტერესო ფაქტები ვეფხვების შესახებ
ვეფხვის ლათინური სახელია “Panthera tigris”.
მათ შეუძლიათ ტყვეობაში და ველურ ბუნებაში 26 წლამდე იცხოვრონ.
ვეფხვებს ურჩევნიათ დასახლდნენ ტყეებში, მდელოებსა და მანგროს ჭაობებში.
არსებობს ექვსი გამორჩეული ვეფხვი: ბენგალური, ინდოჩინური, მალაიური, ციმბირული, სამხრეთ ჩინური და სუმატრანი.
არსებობს სამი გადაშენებული ჯიში: ბალი, კასპიური და იავანი.
ვეფხვის ზოლები ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები.
ვეფხვები ძირითადად მარტოხელა არსებები არიან, მაგრამ ამავდროულად სოციალური უნარების მქონე.
მათ ძალიან უყვართ წყალი და კარგი მოცურავეები არიან.
საინტერესოა, რომ ვეფხვს შეუძლია ორი კვირა გაძლოს საკვების გარეშე.
მათ შეუძლიათ 75 კილოგრამამდე ხორცის მირთმევა ერთ ულუფად.
ბოკვერს შეიძლება ორ წელიწად-ნახევარი დასჭირდეს დედასთან დასაშორებლად.
ვეფხვებს გადაშენების დიდი საფრთხე ემუქრებათ.
მათზე ნადირობენ ბეწვის, ხორცის, წამლისა და სხვა ბრაკონიერული მიზნებისთვის.
Save China’s Tigers არის ჯგუფი, რომელიც ძალზე წარმატებულია ვეფხვების მოშენებისა და ველურ ბუნებაში ხელახლა შემოყვანის კუთხით.
ბენგალის ვეფხვი ბანგლადეშისა და ინდოეთის ეროვნული ცხოველია.
წყარო/ფოტო: The Fact Site