ვიქტორ ოსიმენი: ის უდიდესი ტალანტია და ამავე დროს კარგი ადამიანია, ის ყველას უყვარს
24 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა L’equipe-თან ინტერვიუში თავის თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
“კვარასთან თითქმის ყველაფერი კარგად აეწყო. ის უდიდესი ტალანტია და ამავე დროს კარგი ადამიანია, ის ყველას უყვარს. არ ვიცი როგორ დავახასიათო, თუმცა როგორც კი ვნახე, მივხვდი, რომ მას “ნაპოლისთვის” დიდი სარგებელის მოტანა შეეძლო. გულახდილი, რომ ვიყო, გასაოცარია ის, რასაც ის ნაპოლიში პირველ სეზონში აკეთებს. ბრავო ხვიჩას. მას აქვს კიდევ ორი თვე, რომ სტატისტიკა უფრო გააუმჯობესოს.” – განაცხადა ოსიმენმა.
ფრანგულმა სააგენტომ ქართულ-ნიგერიულ დუეტზე თავადაც ისაუბრა:
“ეს, ცხადია, ევროპაში ყველაზე სანახაობრივი დუეტია ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი წარმოიდგენლას მაგარია.
ფეხბურთელები ევროპის მასშტაბით ბრწყინავენ. მხოლოდ მათ ანგარიშზე 39 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა. ეს წარმოუდგენელი შედეგია” – წერს სააგენტო.