უკრაინამ გამოძიება დაიწყო, ზელენსკი გმობს რუს "მხეცებს" ომის პატიმრისთვის თავის მოკვეთის ვიდეოს გავრცელების ფონზე
უკრაინის უშიშროების სამსახური(SBU) აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება სოციალური მედიით გავრცელებული ვიდეოსი, რომელზეც, როგორც ჩანს, ასახულია უკრაინელი ომის პატიმრისთვის თავის მოკვეთის აქტი.
SBU-მ გამოძიების დაწყების შესახებ 12 აპრილს გამოაცხადა, იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ძალებს ამ ვიდეოს გამო "მხეცები" უწოდა.
"არის რაღაც, რისი უგულებელყოფაც არავის შეუძლია მსოფლიოში - ის, თუ როგორ ადვილად კლავენ ეს მხეცები. ... ჩვენ არაფერს დავივიწყებთ და არც მკვლელებს მივუტევებთ", - თქვა ზელენსკიმ 12 აპრილს ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
კრემლმა ვიდეოჩანაწერს უწოდა "საშინელი", თუმცა დასძინა, რომ მისი ავთენტურობა უნდა დადასტურდეს, რადგან "ჩვენ ყალბი ინფორმაციის სამყაროში ვცხოვრობთ".
ჩანაწერის გარშემო მატულობს აღშფოთება. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ჰანა მალიარის თქმით, ოფიციალური პირები ვიდეოს აანალიზებენ, პასუხისმგებელი პირების და მსხვერპლის ამოცნობის მიზნით.