დმიტრი პესკოვი: უკრაინის კონფლიქტში ნატოს ჩართულობა გაიზარდა, თუმცა ეს მის შედეგზე არ იმოქმედებს
„ნატოს ჩართულობის ხარისხი უკრაინის კონფლიქტში გაიზარდა, მაგრამ ეს მის შედეგზე არ იმოქმედებს“, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი გამარჯვების გარეშე „ვერ იცხოვრებს“.
„ეს [კონფლიქტში ნატოს ჩართულობა] იწვევს დროის გაჭიანურებას, მაგრამ არ შეუძლია შეცვალოს იმის არსი, რაც ხდება და რაც მთავარია, ჩვენთვის – დადებითი შედეგი. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ გამარჯვების გარეშე, ამიტომ გამარჯვება აუცილებლად იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.