მელიტოპოლში ერთ დღეში მეორედ მოხდა აფეთქება
რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, აფეთქება ერთ დღეში მეორედ გაისმა.
"მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქებისა და სროლის ხმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა“, - ამის შესახებ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფმა ქალაქის მერმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მანამდე ფიოდოროვმა 13 აპრილის შუადღისას გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის ცენტრში "ძლიერი აფეთქების" შესახებ.
ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქი მელიტოპოლი რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ანონიმური უკრაინულ და რუსულ წყაროებზეც დაყრდნობით იტყობინება, რომ სწორედ მელიტოპოლში გადაიტანა რუსეთმა სამხრეთ ფრონტის სარდლობა ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ.