“აგერ ამათი მინისტრი, ფეხით მოვიდა” - ევროპის შუაგულში გაფიცული ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ
თითქმის ერთი თვეა გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას ხელფასებს სთხოვენ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.