ბრიტანეთში კორონაციის შემდეგ სამეფო კონცერტი გაიმართება
ცნობილია ვინ იმღერებს სამეფო კორონაციის კონცერტზე.
პარასკევს, BBC-მ გამოაცხადა შემსრულებლების სია, რომლებიც დაამშვენებენ სცენას კორონაციის შემდეგ გამართულ კონცერტზე, კვირას, 7 მაისს, ერთი დღის შემდეგ, რაც მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ვესტმინსტერის სააბატოში გვირგვინებს დაიდგამენ. ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ანდრეა ბოჩელი, ასევე ბრიტანული პოპ ჯგუფი Take That, სერ ბრინ ტერფელი, ფრეია რიდინგსი და ალექსის ფრენჩი კონცერტზე წარსდგებიან.
BBC-იმ ასევე განცხადებაში დასძინა, რომ ეს კონცერტი ახალი ისტორიის დასაწყისი იქნება, რომელიც ბრიტანელებს იმედს, სიყვარულს და წარმატებულ მომავალს მოუტანს.
წყარო/ფოტო: People