საინტერესო კოსმოსური ფაქტები
მერკური და ვენერა ის 2 პლანეტაა, რომელსაც თავისი მთვარე არ ჰყავს.
თუ ვარსკვლავი შავ ხვრელს ზედმეტად მიუახლოვდება, იგი ნაწილებად დაიშლება.
ჩვენი მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტა ვენერაა.
ჩვენი მზის სისტემა 4.57 მილიარდი წლისაა.
ყველაზე მაღალი მთა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ, არის ოლიმპუსი. იგი პლანეტა მარსზე მდებარეობს.
მზე, დაახლოებით, 330,000-ჯერ უფრო მეტს იწონის, ვიდრე დედამიწა.
მთვარეზე ნაკვალევი არ ქრება, რადგან იქ ქარი არ უბერავს.
მზის ჩასვლა პლანეტა მარსზე ლურჯი ფერისაა.
მერკურს არ აქვს ატმოსფერო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არც ქარი ქრის და არც სხვა სახის ამინდი მოდის.
ჩვენს მზის სისტემაში ხუთი ჯუჯა პლანეტაა.
მარსი ყველაზე ახლოსაა სიცოცხლის აღმოჩენის შანსთან იმ პლანეტებს შორის, რომლებიც ჩვენს მზის სისტემაში მდებარეობს.
ჰალეის კომეტა დედამიწას 2061 წლის 26 ივლისს ჩაუვლის.
წყარო/ფოტო: The Fact Site