დღე ისტორიაში – 16 აპრილი
ფაქტები
2018 წელს კენდრიკ ლამარი გახდა პირველი რეპერი, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა.
2017 წელს ჩარლი ჩაპლინის გარეგნობის მქონე 662 ადამიანი შეიკრიბა ჩაპლინის მუზეუმში, ვევეში, შვეიცარიაში.
2003 წელს მაიკლ ჯორდანმა ითამაშა NBA-ს ბოლო მატჩში.
1947 წელს ტეხასის სიტიში ინდუსტრიული ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც 536 ადამიანი დაიღუპა.
1945 წელს მეორე მსოფლიო ომის ბოლო დიდი ბრძოლა გაიმართა.
1861 წელს აბრაამ ლინკოლნმა სამოქალაქო ომის დროს აკრძალა ბიზნესი კონფედერაციულ სახელმწიფოებთან.
1854 წელს მიწისძვრამ გაანადგურა ქალაქი სან სალვადორი.
1632 წელს საღვთო რომის იმპერიამ დანიშნა ახალი უმაღლესი სამხედრო მეთაური ალბრეხტ ფონ ვალენშტაინი.
ცნობილი გამონათქვამები
“ერთ-ერთი რამ, რაც მე ვისწავლე მოლაპარაკებების დროს იყო ის, რომ სანამ არ შევცვლიდი საკუთარ თავს, მე ვერ შევცვლიდი სხვებს”, – ნელსონ მანდელა.
წყარო/ფოტო: The Fact Site