ბერლინი უარს ამბობს უკრაინაში გერმანული ბომბდამშენების გაგზავნაზე
პისტორიუსმა ეს გამოაცხადა გერმანიაში, უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა რამშტაინში, სამხედრო ბაზაზე.
უკრაინის მოკავშირეთა ამ თავყრილობაზე, 21 აპრილს, პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია აპირებს უკრაინელ პილოტებს შესთავაზოს თვითმფრინავები, რომლებმაც შეიძლება ოპერატიულად იფრინონ და მათ ადგილზე მოემსახურონ. „ეს არაა იგივე, როცა ერთი დაქირავებულ მანქანას მეორით შეცვლი“, თქვა მან და მინიშნება გააკეთა ორი ქვეყნის გამანადგურებლებს შორის განსხვავებაზე.
გერმანელი მინისტრის თქმით, გერმანულ Tornadoe-ებს და Eurofighter-ებს სხვა შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე მათ, როგორებიც უკრაინაშია საჭირო, თქვა მან.
„ეს მათ ეხება, ვისაც შესაბამისი თვითმფრინავები აქვთ“, დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა- იტყობინება dpa.