რუსეთმა გერმანიის დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ გამოაცხადა
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გერმანიამ გადაწყვიტა, მასობრივად გააძევოს ქვეყნიდან რუსეთის დიპლომატები. ამის თაობაზე განცხადება 22 აპრილს გამოქვეყნდა უწყების ვებსაიტზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა „სარკისებრი“ საპასუხო ზომებისა და რუსეთიდან გერმანიის დიპლომატების გაძევების, ასევე რუსეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა მაქსიმალური რიცხვის საგრძნობი შემცირების შესახებ. განცხადების თანახმად, გერმანიის ელჩს, გეზა ანდრეას ფონ გაირს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 5 აპრილს ეცნობა.
მარტში გამოცემა Focus-ი წერდა, რომ გერმანია განიხილავდა ქვეყნიდან 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევების შესაძლებლობას. მედიის თანახმად, გერმანიის უსაფრთხოების ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის წარმომადგენლებს თავიანთი დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენება შეუძლიათ ინფორმატორების გადასაბირებლად საბოტაჟის ან დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით.
2022 წლის აპრილში გერმანიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის 40 დიპლომატი. საპასუხოდ რუსეთმა გერმანიის 40 დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.