იაპონია ჩრდილოეთ კორეის სატელიტის ჩამოსაგდებად ემზადება
ჰამადამ თავდაცვის ძალებს უბრძანა ჩაატარონ აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, ვინაიდან პოტენციურად მან შეიძლება „განკარგულება გასცეს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესახებ“. ამის თაობაზე ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს ჯარების განლაგებას ჩრდილოეთის პრეფექტურა ოკინავაში, რათა „მინიმუმანდე იქნეს დაყვანილი ზიანი ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევაში“.