ვატო სურგულაძე - "ვინ არის ის უზენაესი - ირაკლი ღარიბაშვილი თუ ირაკლი კობახიძე, ვინც იტყვის, რომ ამ მედიკამენტის გამოყენება შეიძლება?"
ექიმი-ენდოკრინოლოგი, თბილისის საკრებულოს წევრი ვატო სურგულაძე ოქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის საკითხში გადამწყვეტად პოლიტიკურ ნებას ასახელებს: "ერთი ზარი კანცელარიიდან ჯანდაცვის სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, ივნისის დასაწყისში მედიკამენტი იქნება საქართველოში".