ბლინკენი "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფნაზე სუდანში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 24 აპრილს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის გასამხედროებული ჯგუფი, "ვაგნერი", ქმნის სუდანში კონფლიქტის ინტენსიფიკაციის საფრთხეს.
"ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვეკიდებით პრიგოჟინის ჯგუფის - "ვაგნერის" - მონაწილეობას სუდანში" - თქვა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე, კრემლთან დაკავშირებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთან მიმართებით.
ბლინკენის თქმით, "ვაგნერს" - რომელიც აქტიურობს მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროცესებში - "სადაც მონაწილეობს, უბრალოდ მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს".