ზელენსკი: უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას საბრძოლო თვითმფრინავების მიღებამდე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ვერ გაწელავს თავისი ტერიტორიების დეოკუპაციის დროს იქამდე, სანამ პარტნიორები საბრძოლო თვითმფრინავებს - F-16-ს გადასცემენ. როგორც სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენელ ჟურნალისტებს უთხრა ზელენსკიმ, კონტრშეტევა მანამდე უნდა დაიწყოს.
„ეს ძალიან დაგვეხმარებოდა... მაგრამ ჩვენ გვესმის. რომ ამდენ ხანს ვერ გავწელავთ, ჩვენ დავიწყებთ F-16-ის ან სხვა რამის მიღებამდე. რუსეთის დამშვიდებას, რომ კიდევ გვაქვს რადენიმე თვე, ფრენის სასწავლად და ამის მერე დავიწყებთ... არა, ასე არ იქნება, ჩვენ დავიწყებთ და წავალთ წინ“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, უკრაინა აქამდე ცის დაკეტვას სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ითხოვდა, ახლა კი - კონტრშეტევის ძალების გასაცილებლად.
მისი სიტყვებით, თვითმფრინავების მიწოდებაზე რუსეთის რეაქციას არ უნდა შეუშინდნენ, „ყველაზე საშიში უკვე მოხდა, მათ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს“.
ზელენსკის სჯერა, რომ კონტრშეტევა იქნება წარმატებული და ამით უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია დაიწყება.
„ჩვენ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა გვინდა, ამიტომაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იარაღს“, - ამბობს ზელენსკი, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინა დაიბრუნებს „თავის ყირიმს“.
ვაშინგტონსა და უკრაინის დამხმარე დასავლეთის სხვა ქვეყნებს შორის ჯერჯერობით არ არის მიღწეული შეთანხმება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე.