უელსის პრინცი და პრინცესა ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ
სამეფო წყვილმა შაბათს ქორწინების 12 წლის იუბილე აღნიშნა და საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გადაღებული ფოტო გააზიარა.
ფოტოზე, რომელიც ფოტოგრაფმა მეტ პორტეუსმა შარშან გადაიღო, უილიამი და ქეითი ველოსიპედით სეირნობენ, ნორფოლკში, ქალაქგარეთ, ხელებჩაკიდებულები.
კადრი არის ფოტოების სერიის ნაწილი, რომელიც პორტეუსმა ადრე გადაიღო სამეფო ოჯახისთვის. გადაღებებიდან სხვა სურათები გასულ თვეში დედის დღეს და 2022 წლის შობის დროს გავრცელდა.
წყარო/ფოტო: People