Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„რაშიზმის“ სამართლებრივი დამკვიდრება - ახალი „ნიურნბერგის“ საფუძველი?

„რაშიზმის“ სამართლებრივი დამკვიდრება - ახალი „ნიურნბერგის“ საფუძველი?

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომლის სრული სათაურია „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის მიერ რაშიზმის იდეოლოგიის გამოყენების, რაშიზმის ტოტალიტარული და კაცთმოძულეობის პრინციპებისა და პრაქტიკის დაგმობის შესახებ“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთის სასტიკმა, არაპროვოცირებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოს დაანახვა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური რეჟიმის - ნეოიმპერიული და ტოტალიტარული დიქტატურის არსი, რომელიც ჰბაძავს წარსულის ყველაზე უარეს პრაქტიკებს და ხორცს ასხამს ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის იდეებს რუსული ფაშიზმის (რაშიზმის) თანამედროვე ვერსიაში“.

უკრაინის პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით სამართლებრივი სივრცეში შეიტანა ტერმინი „რაშიზმი“, რაც მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისთ.

უკრაიანელმა დეპუტატებმა დოკუმენტში თავი მოუყარეს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ანალიტიკურ კომენტარებსა და განმარტებებს, პუტინის რუსეთის ფენომენის მეცნიერულ კვლევებს, რომელთა ავტორების (როგორც უკრაინელი, ისე დასავლელი ისტორიკოსების, პუბლიცისტებისა და კულტუროლოგების) დასკვნით, რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია.

რეზოლუციით, უკრაინის პარლამენტი მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ეუთოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებს, ასევე მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოწოდებით „მხარი დაუჭირონ რაშიზმის იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას". უმაღლესმა რადამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები, რომლებიც შესაძლებელს გახდის რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. უკრაინელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მათი დოკუმენტი საბოლოოდ ჩამოაყალიბებს საერთაშორისო ინსტიტუტების ერთიან მიდგომას რუსული პოლიტიკის მიმართ, რაც გახდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საფუძველი.

რა არის „რაშიზმი“ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით?

უკრაინის რადაში მიღებული დოკუმენტის ავტორებმა სცადეს ჩამოეყალიბებინათ რაშიზმის მაქსიმალურად ინსტრუმენტული დეფინიცია, რომელიც მაქსიმალურად მოსახერხებელი იქნება ამ ტერმინის პოლიტიკური გამოყენებისთვის, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას.

რეზოლუციის მიხედვით, „რაშიზმის“ იდეოლოგიის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემატური დარღვევა როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე; მოქალაქეთა დევნა განსხვავებული აზრის ოდნავი გამოვლინებისთვის, რაც თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში „ეროვნული ინტერესების“ ღალატად განიხილება.

რაშიზმის კიდევ ერთი ძირითადი ნიშანია სახელმწიფო იდეოლოგიის დაშენება რუსული ნაციონალიზმის - „რუსული სამყაროს“ იდეაზე, რაც იწვევს რუსეთისა და რუსების თვითგანდიდებას ძალადობრივი ჩაგვრის გზით, ერების თვითგამორკვევის უფლების უარყოფას ან, ზოგადად, სხვა ხალხების არსებობის უფლების უარყოფას. ეს იდეები აგრესიულად ვრცელდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ფაქტობრივად აკრძალულია ყველაფერი უკრაინული.

რაშიზმის იდეოლოგიის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია როგორც ძალაუფლებისა და მილიტარიზმის, ასევე პუტინის პიროვნების კულტი. რაშიზმის ერთ-ერთი ნიშანია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება ექსპანსიისთვის.

რაშიზმიის ნაწილია სხვა სახელმწიფოების აღიარებული საზღვრების დარღვევა, სხვა ქვეყნებში არალეგალური შეიარაღებული ფორმირებებისა და სეპარატისტული მოძრაობების შექმნა.

რაშიზმი ასევე გულისხმობს ომის აკრძალული მეთოდების გამოყენებას, ომის დანაშაულების ჩადენას, მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, სიკვდილით დასჯას, წამებასა და დეპორტაციას.

„რაშიზმი გვესმის, როგორც ახალი სახის ტოტალიტარული იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ რეჟიმს და ეფუძნება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის ტრადიციებს, საბჭოთა კომუნისტური რეჟიმისა და ნაციონალ-სოციალიზმის პრაქტიკებს“, - ნათქვამია უკრაინის რადას ოფიციალურ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, "უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი „რაშიზმის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია".

უკრაინელი ჟურნალისტის სვიატოსლავ ხომენკოს თქმით, უკრაინულ საზოგადოებას სჭირდება იმის დადგენა, თუ რა ძალის წინააღმდეგ ომობს, რა ემუქრება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის არსებობას.

„სიტყვები, როგორიცაა „რუსული არმია“ ან „პუტინი“, არც თუ ისე სწორად ასახავენ ამ ომის არსს. ეს ტერმინები, მაგალითად, არ ითვალისწინებს იმავე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც აკურთხებს აგრესიულ ომს, ასევე უგულებელყოფს მილიონობით რუსს, რომელიც ტელევიზორთან გორაობს სავარძელში, მაგრამ მხარს უჭერს ომს. უკრაინის მტერს უბრალოდ "რუსები" უწოდო, უსამართლო იქნება, სულ მცირე, იმ რუსებთან მიმართებით, რომლებიც უკრაინას იარაღით ხელში იცავენ. უკრაიანელი კანონმდებლების აზრით, ამ ვითარებაში ყველაზე კორექტულად მოჩანს ტერმინი „რაშიზმი“. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მისი მოხმარების ფარგლები სწრაფად გაიზარდა და, საბოლოოდ, გასცდა სამზარეულოებსა და სოციალურ ქსელებს“, - ამბობს სვიატოსლავ ხომენკო.

2022 წლის აპრილში ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „რაშიზმი, როგორც თანამედროვე რუსეთის იდეოლოგია, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ისტორიის წიგნებშიო“. დაალოებით ამავე პერიოდში „რაშიზმზე“ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმოთი სნაიდერმა, რომლის თქმითაც, პუტინის რუსეთში გაბატონებული იდეოლოგია, რომელმაც მოსკოვი მიიყვანა დეუკრაინიზაციის იდეის პრაქტიულ განხორციელებამდე, სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი.

„დროში მოგზაური, რომელიც 1930-იანი წლებიდან დღევანდელობაში მოხვდა, იოლად ამოიცნობს პუტინის რეჟიმში ფაშისტურ რეჟიმს, - წერს ისტორიკოსი, - Z სიმბოლო, სახალხო მსვლელობები, პროპაგანდა, ომის იდეა როგორც განწმენდის ძალადობის აქტი, მასობრივი საფლავები უკრაინის ქალაქების გარშემო - ეს ყველაფერი არ ტოვებს ადგილს ეჭვებისთვის. უკრაინის ომი არ არის მხოლოდ დაბრუნება ტრადიციულ ფაშისტურ პლაცდარმზე, არამედ ტრადიციული ფაშისტური პრაქტიკისა და რიტორიკის აღდგენაცაა. სხვა ხალხები არსებობენ იმისთვის, რომ რუსეთმა მათი კოლონიზება მოახდინოს. რუსეთი არაფერშია დამნაშავე მისი დიდებული წარსულის გამო. უკრაინის არსებობა საერთაშორისო შეთქმულების შედეგია. ერთადერთი შესაძლო პასუხი ომია“. ტიმოთი სნაიდერი, „ჩვენ ეს უნდა ვთქვათ ხმამაღლა: რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა“.

 

ტიმოთი სნაიდერი ტოლობის ნიშანს არ სვამს გერმანულ და რუსულ ფაშიზმებს შორის. მისი თქმით, ფაშისტები, რომლებიც სხვა ადამიანებს უწოდებენ ფაშისტებს - ესაა ფაშიზმი მიყვანილი ალოგიკურ უკიდურესობამდე, ფაშიზმი, როგორც გონების უარყოფის კულტი.

„ესაა ბოლო წერტილი, სადაც სიძულვილის ენა ამახინჯებს რეალობას. ესაა აზროვნებაზე ნების ტრიუმფის აპოგეა. უწოდო სხვას ფაშისტი, როცა შენ თვითონ ხარ ფაშისტი - პუტინის მთავარი პრაქტიკაა. მე ამას შიზოფაშიზმი ვუწოდე. უკრაინელებს უფრო ელეგანტური ფორმულირება აქვთ: რაშიზმი“.

ისტორიკოსის თქმით, „რაშიზმი“ - ეს სიტყვა ყველაზე უკეთ აღეწერს რუსეთში გაბატონებულ იდეოლოგიას, რომელსაც აქვს ფაშიზმის დამახასიათებელი ნიშნები - პიროვნების კულტი, სიკვდილის კულტი, წარსულის მითოლოგიზაცია, ყოვლისმომცველი ცენზურა და ტოტალური ომი, როგორც მათი მიზნების მიღწევის საშუალება. უზენაესი რადას მიერ რაშიზმის შესახებ დადგენილების მიღებამ მოახდინა ამ ტერმინის ოფიციალურად გამოყენების კონსტატირება, ტერიმინისა, რომელიც შეიქმნა როგორც უკრაინაში, ასევე - ნაწილობრივ - მსოფლიო სამეცნიერო დისკურსში.

ერთ-ერთი განმარტებით, რაშიზმი არის „რუსეთის მმართველი რეჟიმის მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის პოლიტიკური იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიას“, „მოძმე ერის უფროსობას“, შეუწყნარებლობას სხვა ერების კულტურის ელემენტებისადმი, ასევე საბჭოური ტიპის ტოტალიტარიზმსა და იმპერიალიზმს, რუსული მართლმადიდებლობის ზნეობრივი დოქტრინის სახით გამოყენებას და ზემოქმედების გეოპოლიტიკურ ელემენტებს, პირველ რიგში ენერგომატარებლების მეშვეობით“.

 

უკრაინელი ჟურნალისტის, სვიატოსლავ ხომენკოს თქმით, „რაშიზმის“ შესახებ რეზოლუციის მიღება გარდა იმისა, რომ გააძლიერებს საერთაშორისო ყურადღებას უკრაინის მოვლენებზე, ხელს შეუწყობს სიტყვა "რაშიზმის" დამკვიდრებას მსოფლიო ხალხების ენებში, რათა ამ ტერმინმა ფართო გამოყენება ჰპოვოს პოლიტიკურ, ჟურნალისტურ, კულტურულ პროცესებში და ყველა დაარწმუნოს, რომ რუსეთი სინამდვილეში აქტიურად იყენებს ფაშისტური რეჟიმის პრაქტიკას.

„თუ სამართლებრივ მხარეს შევხედავთ, მაშინ გავიხსენოთ, რომ უკრაინა აქტიურად ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს შექმნას. მის ფორმატზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ შეიძლება წაფილოსოფოსება: რა შეიძლება იყოს ასეთი ტრიბუნალის ობიექტი? ცხადია, ნებისმიერი ისტორიული პარალელი ბოლომდე კორექტული ვერ იქნება, მაგრამ თუ ნიურნბერგის ტრიბუნალს ვახსენებთ, მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მასზე გაასამართლეს არა გერმანია და გერმანელები, როგორც ასეთი, არამედ ნაციზმის იდეოლოგია და მისი ლიდერები. დღესაც: ჰიპოთეტური სამომავლო განაჩენი შეიძლება იყოს არა რუსეთის, როგორც ასეთის, არამედ რაშიზმის იდეოლოგიის და მისი ლიდერებისა და მქადაგებლების მიმართ“, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области выбрали общественные территории для благоустройства в приоритетном порядке в 2025 году



Здоровье

Не чувствую руку: Доктор Кутушов рассказал к чему приводит частое онемение конечностей






Новости 24 часа

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»



Game News

Публика в восторге от ретро-хоррора Crow Country



Москва

В Подмосковье проходит традиционный фестиваль паралимпийского спорта «Парафест»



News Every Day

Ange Postecoglou in spectacular touchline bust-up with fan before slamming ‘fragile’ Tottenham after Man City loss



Блоги

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»



Москва

Путин объяснил выбор Китая для первого визита после переизбрания



Ренат Ибрагимов

В Москве почтили память певца Рената Ибрагимова



Москва

Путин проводит встречу с премьером Госсовета КНР Ли Цяном



WTA

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме



Москва

Страдания юного Аюша Булчун



Владимир Путин

ООН незаметно признала Путина: Сообщено об официальном письме



Симферополь

Фестиваль «Музыка моего города» в Бурятии украсил Театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Неделя мэра: завод «Москвич», гранты для школ искусств и система городских вокзалов



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».

Арестованный главный кадровик МО Кузнецов помещен в СИЗО «Лефортово»

Суд отправил под домашний арест до 14 июля завклиникой IQ Plastique

Отдых за едой. В фудмоллах Москвы связь заработала на высоких скоростях


Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети






Rss.plus

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Moscow.media
Москва

Собянин выразил соболезнования родным и близким художника Сергея Андрияки



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Совместная Песня со Звездой.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

ПОДГОТОВИТЬСЯ К ЛЕТНЕМУ СЕЗОНУ? ЛЕГКО! ВМЕСТЕ С ПЛАТФОРМОЙ FITSTARS НА УМНЫХ ТЕЛЕВИЗОРАХ LG

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа


Карен Хачанов

Хачанов проиграл Табило в 1/8 финала «Мастерса» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Источник 360.ru: в Духовском проезде в Москве в ДТП с трамваем погиб мотоциклист



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России