პანიკურ შეტევასთან გამკლავების მეთოდები
პანიკური შეტევა შიშისა და პანიკის უეცარი ტალღაა, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და გულის ცემის გახშირება, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე და ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში ახასიათებს. ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს სიმპტომები ინდივიდუალურია.
პირველი საშუალება ამ მდგომარეობასთან ბრძოლის არის გაცნობიერება. როდესაც ამ ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ, უთხარით თქვენს თავს, რომ პანიკური შეტევა გაქვთ და ეს ვერაფერს გავნებთ. მსგავსი მიდგომა გამომუშავებადია და ადამიანზეა დამოკიდებული.
დახუჭეთ თვალები და ღრმად ჩაისუნთქეთ, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში. ასევე პანიკური შეტევის დროს ფოკუსირება უნდა მოახდინოთ რეალურ გარემოზე. მაგალითად იმაზე, თუ როგორ გრძნობთ იატაკის ზედაპირს ტერფების ქვეშ, ან ჯინსის ტექსტურას ხელით შეხებისას, როგორ მუშაობს მაცივარი სამზარეულოში. მსგავსი, ერთი შეხედვით უმნიშნვნელო დეტალები გეხმარებათ რეალურ სამყაროში დარჩენასა და შფოთვისგან გათავისუფლებაში.
წარმოიდგინეთ თქვენთვის სასურველი, სასიამოვნო გარემო, სადაც ყოფნა ბედნიერებას მოგანიჭებდათ. პანიკური შეტევისას ასევე შედეგიანია იმ სიტყვების გამეორება, რომელიც გამშვიდებთ. ნებისმიერი წინადადება, შესაძლოა, იქცეს მანტრად, რომელიც შეტევასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
წყარო/ფოტო: Health Line