ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში 54-მდე გაიზარდა ეთნიკური კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი
მანიპურის რეგიონში ათასობით სამხედრო გაგზავნეს მას შემდეგ, რაც 3 მაისს ძალადობაში გადაიზარდა ადგილობრივი თემის მიერ მოწყობილი საპროტესტო მსვლელობა. მანიპური ინდოეთის შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილია - რეგიონის, რომელსაც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს ვიწრო დერეფანი, და სადაც ათწლეულებია ხდება კონფლიქტები ეთნიკურ და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის.