რუსეთში ეფესბე იუწყება, რომ აღკვეთილია დროებით თავდასხმა სამხედრო აეროდრომზე
ეფესბე ირწმუნება, რომ დივერსიას ამზადებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა, და თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდა შორეული რადიოლოკაციის აღჭურვილობისა და მართვის მქონე A-50-ის ტიპის თვითმფრინავები. რუსეთის გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდება უკრაინის ტერიტორიიდან მსუბუქი ძრავის თვითმფრინავით იგეგმებოდა. პილოტი და დივერსიული ჯგუფის წევრები დაკავებული არიან - აცხადებს ეფესბზე.
კიევს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება ამ თემაზე.

