„გერმანიაზე გამარჯვებისთვის“ - მედლები მშრალი ხიდიდან
მშრალ ხიდზე სხვა ბევრ ძველ ნივთთან ერთად მედლებიც იყიდება. საბჭოთა ჯილდოები, რომლებსაც ომში გამოჩენილი გმირობისთვის, შრომისთვის, განსაკუთრებული დამსახურებისთვის აძლევდნენ, ახლა დახლებზე აწყვია და გამვლელ-გამომვლელი ათვალიერებს, ვისაც თვალში მოუვა, ყიდულობს კიდეც.