Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რა გააჩერებს პუტინის ოპრიჩნიკს?! - პრიგოჟინის მზადება პოსტპუტინური რუსეთისთვის

რა გააჩერებს პუტინის ოპრიჩნიკს?! - პრიგოჟინის მზადება პოსტპუტინური რუსეთისთვის

9 მაისმა ისე ჩაიარა, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ბახმუტის მონაკვეთზე, რომლისკენაც იყო მიპყრობილი ყურადღება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ: პრიგოჟინი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჯერ პოზიციების მიტოვებით, შემდეგ კი ბახმუტის აღებით იმუქრებოდა.

რუსი და უკრაინელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ვაგნერის“ მეთაური არანაკლები სისასტიკით იბრძვის ძალაუფლებისთვისაც, რომელსაც იგი, პირველ რიგში, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ეცილება.

რა პოლიტიკური ამბიციები შეიძლება ჰქონდეს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა შეიარაღებული რაზმების მეთაურს და რამ შეიძლება  გააჩეროს იგი?

10 მაისს კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა კვლავ დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის" მებრძოლებისთვის არასაკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდებაში, ხოლო რეგულარული ჯარის ნაწილები - პოზიციების მიტოვებაში. მანამდე, პრიგოჟინი, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში უკიდურესად დამამცირებელი ტონითა და ლექსიკით მიმართავდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს, რომლებიც, „ვაგნერის“ მეთაურის თქმით, დროულად არ აწვდიდნენ კერძო სამხედრო კომპანიას საკმარის შეიარაღებას.

არადა, ცოტა ხნის წინ პრიგოჟინმა ბახმუტიდან გასვლა სწორედ იმის გამო გადაიფიქრა, რომ ვითარება „მოულოდნელად“ მოგვარდა: „ვაგნერისა“ და რუსეთის სამხედრო სარდლობის ურთიერთქმედების საკითხი „სირიის ყასბად“ ცნობილ გენერალ სერგეი სუროვიკინს დაევალა.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს შორის დაპირისპირებაში კვლავ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. პრიგოჟინმა ფაქტობრივად დანიშნა „თავდაცვის ახალი მინისტრი, - ამის შესახებ უკრაინულ ტელევიზიას „24-ე არხს“ რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ უთხრა, - აქამდე პრიგოჟინი, ვითომდა, საბრძოლო მასალის ნაკლებობას უჩიოდა, ახლა კი მან მიიღო ადამიანი, რომელიც რეალურად თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ალტერნატივაა. პრიგოჟინმა სრული გამარჯვება მოიპოვა. სერგეი სუროვიკინი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრია, ხოლო კიდევ ერთი გენერალ-პოლკოვნიკი (მიხაილ მიზინცევი) პრიგოჟინმა თავის ადიუტანტად დანიშნა. სწორედ ის იქნება კავშირზე სუროვიკინთან“.

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ ევგენი პრიგოჟინსაც და რამზან კადიროვსაც სურთ, რომ ფრონტზე წარუმატებლობა მთლიანად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჰბრალდეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ პრიგოჟინი და კადიროვი, სავარაუდოდ, ცდილობენ წარმოაჩინონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რეგულარული ჯარების არაეფექტიანობა და ბახმუტისათვის ბრძოლაში რუსეთის წარუმატებლობა სამინისტროს დააბრალონ.

„ეს გადაწყვეტილება ასახავს პრიგოჟინის უნდობლობას რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ. ამით ის აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტისგან დამოუკიდებელია და ცდილობს შეინარჩუნოს სახე თუ „ვაგნერის“ ძალები ვერ აიღებენ ბახმუტს“, - ასკვნიან ISW-ის ანალიტიკოსები.

„ვაგნერის“ დამფუძნებელი, როგორც ჩანს, დიდი ხანია ზრუნავს „სახის შენარჩუნებაზე“. 2023 წლის 14 აპრილს, ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ პრეს-სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვრცელი კომენტარი, რომელშიც მან განაცხადა, რომ ”ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, დღეს აუცილებელია ომში რაიმე სახის მსხვილი წერტილის დასმა“. პრიგოჟინის აზრით, იდეალური ვარიანტი იქნება გამოცხადდეს შეიარაღებული დაპირისპირების დასრულება, რადგან რუსეთმა, მისი თქმით, მიაღწია დაგეგმილ შედეგებს.

„ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება: მტკიცედ მოვიკიდოთ ფეხი, ჩავარჭოთ კლანჭები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე არსებობს“, - დაწერა მაშინ ევგენი პრიგოჟინმა, თუმცა მისმა ამ განცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ომის გაგრძელების ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერთა ბანაკში, ე. წ. "გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბში", რომლის სულის ჩამდგმელი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი და ე.წ. დნრ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინია.

გირკინმა და მისმა თანამოაზრეებმა უკრაინაში ომის წარმართვის შესახებ გამოაქვეყნეს 40 კითხვა, რომელთა ადრესატები კრემლი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის სამხედრო სარდლობაა.

„გაბრაზებული პატრიოტების“, ერთ-ერთი კითხვა იყო, რატომ არ აპატიმრებს რუსეთის ხელისუფლება პრიგოჟინს ომის გაყინვის შესახებ მისი "პირდაპირი მოწოდებისთვის", რაც, გირკინის თქმით, ტოლფასია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებისა.

რამ შეიძლება შეაჩეროს?

ანდრეი პიონტკოვსკის თქმით, ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ პრიგოჟინი საერთოდ არ არის დაინტერესებული ბახმუტით ან ვაგნერელებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებით.

„პრიგოჟინი, პირველ რიგში, ფიქრობს თავის მომავალზე პოსტპუტინურ რუსეთში. ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში თავი წარადგინა რუსეთის მხსნელად, რომ ბახმუტთან ბრძოლით იგი იხსნიდა სამშობლოს“, - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი, რომლის დაკვირვებითაც, პრიგოჟინი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა არ გააკრიტიკოს და უკიდურესად ნეგატიურ ტონში არ მოიხსენოს. არადა რუსეთში წელიწადზე მეტია მოქმედებს კანონი "თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის შესახებ", რომლითაც უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია გასამართლებული, თუმცა პრიგოჟინი იქით უყენებს ბრალს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას.

„ერთადერთი, რასაც მისი შეჩერება შეუძლია... ის შეიძლება მოკლან, - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი, - თუმცა შოიგუ და გერასიმოვი ჯერ თავს იკავებენ. ისინი არ რისკავენ და არ აკეთებენ ამას პუტინის ნებართვის გარეშე, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბება უკრაინის კონტრშეტევის დაწყებასთან ერთად“.

რუსი პოლიტოლოგის და პუტინის ყოფილი სპიჩ-რეიტერის, აბას გალიამოვის თქმით კი, არანაირი ელექტორალური წონა პრიგოჟინს არ აქვს, რადგან მან ფაქტობრივად მოიმდურა ყველა, მათ შორის მთელი ელიტა.

„ის ან აღიზიანებს ადამიანებს ან აფრთხობს. მისი ქცევის მანერა, მისი ციხის ლექსიკა ზიზღის მომგვრელია ბაზისური ელექტორატისთვის - სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლისათვის, რომელიც კონსერვატიული ამომრჩეველია. მისი შეხედულებით სახელმწიფო მოხელე აუცილებლად უნდა იყოს სოლიდური და ცოტათი მოსაწყენიც კი, როგორიც იყო ბრეჟნევი. არავითარ შემთხვევაში ხალხთან არ უნდა ლაპარაკობდეს ამგვარი კრიმინალური ლექსიკითა და მანერით. პრიგოჟინი კი სწორედ ასე ლაპარაკობს. მისი შესაძლებლობების ზღვარი - ამომრჩევლის რამდენიმე პროცენტია, თანაც ის ხალხი, ვისაც სტილისტურად მოსწონს პრიგოჟინი, როგორც წესი, არჩევნებზე არ დადის, ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ რამდენიმე პროცენტსაც ვერ მიიღებს. ის ვერც ამომრჩეველს და ვერც ფართო მასებს ვერ დაეყრდნობა. ვერც ხალხს, ვერც ისტებლიშმენტს და ვერც ელიტებს, ის არავის სჭირდება“, - ამბობს აბას გალიამოვი, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ ყველასთან ნაჩხუბარია, ფართო გაგებით, მას ხალხისთვის შესათავაზებელიც არაფერი აქვს:

"რისი შეთავაზება შეუძლია? მხოლოდ ესკალაციისა, რაც არ უნდა ელექტორატს. ელექტორატს უნდა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, ვითარების ნორმალიზება მოხდეს. ეს ადამიანი კი ყველაფერს პირიქით აკეთებს, ყველაფერი ფრონტისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვისო, აი, თქვენ ურო, აი თქვენ ციხიან გამოყვანილი დამნაშავეები ქვეყნის სათავეში... ვის სჭირდება ეს? არავის და ეს აბსოლუტურად არარეალისტური სცენარია“.

აბას გალიამოვის თქმით, პრიგოჟინი აღზევდა რუსეთის არმიისა და ხელისუფლების კატასტროფის ფონზე, როცა პუტინი ისეთი იმედგაცრუებული იყო თავისი არმიითა და ბიუროკრატიით, რომ საჭიროდ მიიჩნია გამოეყენებინა პრიგოჟინი დაახლოებით ისე, როგორც ამას აკეთებდა ჰაიტელი დიქტატორი დუვალიე თავის ტონტონ-მაკუტებით ან მაო ძედუნი კულტურული რევოლუციის დროს ხუნვეიბინებით ან იგივე ივანე მრისხანე ოპრიჩნიკებით:

„როცა აღარ შეგიძლია დაეყრდნო სახელმწიფო ბიუროკრატიას, პრინციპულად აგყავს ხალხი პირდაპირ მარგინალური ჯგუფებიდან და ეს ადამიანები იმის გამო, რომ მადლიერები არიან ფსკერიდან ამოყვანისათვის, სოციალური ლიფტით გასეირნებისთვის, გემსახურებიან როგორც ოპრიჩნიკები, რომელთა დახმარებითაც შიშის ზარს სცემ ელიტებს“.

რუსეთში კანონით აკრძალულია კერძო კომპანიების მიერ სამხედრო მომსახურების გაწევა; სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას (მუხლი 359), ხოლო ჯარისკაცის დაქირავება, მომზადება და დაფინანსება ისჯება 15 წლამდე პატიმრობით. ოფიციალურად, რუსეთის ფედერაციაში „კერძო სამხედრო კომპანიის“ იურიდიული სტატუსი არანაირად არ არის განსაზღვრული, ამიტომ ამ ტერმინის გამოყენება შეიარაღებულ ფორმირებებთან მიმართებაში არასწორია. თუმცა 2021 წლის 25 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ მალის ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა „რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას“. ადრე რუსეთის ხელისუფლება ამ ტერმინს არ იყენებდა. ლავროვმა დასძინა, რომ კერძო რუსული სამხედრო კომპანია მალიში მუშაობდა "კანონის საფუძველზე", ხოლო რუსეთის ხელისუფლებას მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ლავროვმა არ დააზუსტა, რომელ კერძო სამხედრო კომპანიაზე საუბრობდა.

ევგენი პრიგოჟინიც წლების განმავლობაში უარყოფდა, რომ რამე კავშირი ჰქონდა „ვაგნერთან“. პოლიტოლოგ ანდრე პიონტკოვსკის თქმით, რუსეთში უკვე შექმნილია, სულ ცოტა, 40-მდე ეგრეთ წოდებული „კერძო სამხედრო კომპანია“, რომლებიც, „ვაგნერის“ მსგავსად, აუცილებლად ჩაებმებიან უზარმაზარი აქტივებისთვის ბრძოლაში პოსტპუტინურ რუსეთში.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

У работодателей Архангельской области и НАО началась "вахтовая лихорадка"



Жизнь

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»






Новости 24 часа

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

Боевые возможности группировки РВСН нарастили за счет ввода новых ракетных комплексов



News Every Day

Citadel CEO Ken Griffin says the anti-Israel college campus protests are just 'performative art'



Блоги

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

По городам победы: туристический поезд «Своих не бросаем!» отправился из Москвы



Бато Багдаев

Страдания юного Аюша Булчун



Москва

ТЦ «Гранд» на Русской во Владивостоке могут закрыть только после рассмотрения иска, а пока опечатают всего одну башню



ATP

Стало известно, при каком условии Медведев может опуститься на 5-е место рейтинга ATP



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



Чемпионат

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске



Симферополь

В Бурятии прошла Байкальская театральная школа прошла - Россия, Культура и Дети



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



Москва

Неделя мэра: завод «Москвич», гранты для школ искусств и система городских вокзалов



Москва

Страдания юного Аюша Булчун



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Боевые возможности группировки РВСН нарастили за счет ввода новых ракетных комплексов

Вели жёстко - сразу в зал: В суд привезли ещё одного террориста

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».


Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети






Rss.plus

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Moscow.media
Москва

Неделя мэра: завод «Москвич», гранты для школ искусств и система городских вокзалов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»


WTA

Ангеліна Калініна поступилася восьмій ракетці світу Саккарі на турнірі WTA 1000 у Римі: результат



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Путин отметил эффективность встреч Мишустина и Ли Цяна



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России