პუტინის "საჩუქარი" და თბილისის კმაყოფილება - ვის სჭირდება რუსეთთან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა?
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ საზოგადოების პროდასავლურმა ნაწილმა აღიქვა „მოსკოვის საჩუქრად“, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და სასარგებლო მხოლოდ რუსეთისთვის არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმა.