მედია: მოსკოვში ქარხანა დაიწვა, სადაც ავიაგამანადგურებლების ძრავებს აწყობენ
მოსკოვში ჩერნიშევის სახელობის მანქანათმშენებელი ქარხანა დაიწვა. ამ საწარმოზე MIG-ის ტიპის თვითმფრინავების ძრავებს აწყობენ. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ცეცხლი შენობის ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა. დაშავებულია 3 ადამიანი.
საწარმოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. ბოლო დროს რუსეთში რამდენიმე მასშტაბური ხანძარი მოხდა. ცეცხლი ხშირად სტრატეგიულ ობიექტებს უჩნდება, როგორიცაა ნავთობის საცავების და ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები.