Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ქართველი გიდების დილემა

ქართველი გიდების დილემა

რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმის ამოქმედება, ქართველ, განსაკუთრებით რუსულენოვან გიდებს ახალ თავსატეხს უჩენს. რა მოხდება ახლა, როცა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადმოსახლების შემდეგ ისედაც გაიზარდა კონკურენცია და შემცირდა სამუშაო?

გიდების დახურულ ჯგუფებში მთავარი თემა ახლა შემუშავების პროცესში მყოფი კანონპროექტია ტურიზმის შესახებ. ამ კანონმა უნდა განსაზღვროს გიდების საქმიანობა.

პარალულურად ახალ, უცხოენოვან გიდებზე მსჯელობენ - როგორ ჰყვებიან ისინი თბილისის, საქართველოს ისტორიას: ვინ ამბობს, რომ „ქართლის დედა“ თამარ მეფეა, ვინ ერიდება სიტყვა „ოკუპაციას“ და კარგავენ თუ არა სამუშაოს ქართველი გიდები?

გიორგი დარციმელია სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრია, რომელიც ამბობს, რომ თუ აქამდე ფიქრობდნენ, რომ ვითარებას ბაზარი დაარეგულირებდა, ახლა მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სფეროს „რაღაც დონის რეგულაცია“ სჭირდება.

ტურიზმის შესახებ კანონპროექტის განხილვაში გიდებიც ჩაერთნენ. ამ კანონმა, სხვადასხვა ტურისტული საქმიანობის რეგულირების გარდა, უნდა განსაზღვროს გიდების რეგისტრაციის და მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საკითხებიც. ჯერჯერობით, საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, მათ შორის, არც გიდის განსაზღვრებაზე.

დღეს ასეა: ხართ გიდი, გყავთ კლიენტი, რომელიც მომსახურებაში გიხდით, თქვენ იღებთ ფულს და აქ ყველაფერი სრულდება. არავინ გაკონტროლებთ, რას და როგორ მოუთხრობთ ტურისტს, ლეგენდებს მოუყვებით, ქუჩაში გაგონილ ისტორიას თუ ნამდვილ ამბებს, რა ფასიან მომსახურებას სთავაზობთ.

„თუ ადგილობრივი გიდების დაცვაზე ვლაპარაკობთ, ეს ალბათ ე.წ. სამუშაო ნებართვის (work permit) შემოღებით უნდა მოხდეს და ეს სახელმწიფოს გასაკეთებელი საქმეა. რაც შეეხება ტურების საინფორმაციო მხარეს (მაგალითად, თუ ვინმე ვახტანგ გორგასალზე იტყვის, რომ ის დავით აღმაშენებელია ან ქართლის დედას თამარ მეფედ მონათლავს), ეს როგორ უნდა გაკონტროლდეს, ამაზე მე პასუხი არ მაქვს. ესეც კითხვაა, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ თვალსაზრისით“.

გიორგი დარციმელია მკაცრი რეგულაციების შემოღებას, რომლებიც ადგილობრივ გიდებს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს, არ ემხრობა. გამოსავალი, მისი აზრით, შესაძლოა იყოს უფრო „რბილი რეგულირების მექანიზმები“ და, რაც მთავარია, მომხმარებელს დაუტოვონ არჩევის საშუალება - სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ გიდს შორის.

ის გვიხსნის, რომ დღეს გიდების საქმიანობას მხოლოდ ასოციაციები არეგულირებენ. საქართველოში არსებობს გიდების რამდენიმე ასოციაცია, რომლის წევრებიც მის წესებს ემორჩილებიან. საქართველოში მომუშავე ყველა გიდი ასეთი ასოციაციის წევრი არც არის.

სახელმწიფოს არც სტატისტიკა აქვს - ის ვერ აღრიცხავს, მაგალითად, რამდენი თვითდასაქმებული გიდია ქვეყანაში. გიდად რეგისტრაციის ვალდებულება არ არსებობს.

რთულია იმის გაკონტროლებაც, თუ რამდენი ახალი გიდი შეუერთდა სფეროს და მათ შორის, რამდენია, მაგალითად, ომის შემდგომ რუსეთიდან ჩამოსული.

თვითდასაქმებულ გიდებს არც ინდმეწარმედ დარეგისტრირებას სთხოვს ვინმე. შესაბამისად, ისინი არც გადასახადებს იხდიან.

გიორგი დარციმელიას ჩვენ ასევე ვკითხეთ, უწევენ თუ არა, მისი აზრით, ქართველ გიდებს მნიშვნელოვან კონკურენციას ზოგადად უცხოენოვანი (მაგალითად, ირანელი, არაბი, სომეხი და ა.შ.) და მათ შორის, რუსეთიდან, ბოლო დროს ჩამოსული გიდები.

„თუ საკითხი ასე დგას - გვიქმნიან თუ არა ისინი ჩვენ პრობლემას შემოსავლის კუთხით და გვართმევენ თუ არა კლიენტს, მე ვთვლი, რომ არა. თუ ის ცხვირწინ არ მაცლის კლიენტს და საშინელ იდეოლოგიურ ომს არ მართავს, რატომ უნდა ვიყო მისი წინააღმდეგი? ისიც მითქვამს კოლეგებისთვის, რომ თუ ჩამოსული გიდი რაღაცას ჩემზე უკეთ აკეთებს, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენ მისგან ვისწავლოთ? ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ თუ ეს გიდი საქართველოზე თხრობისას ყვება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის მისი ნაწილი, შესაბამის რუკებს ან სხვა მსგავსი შინაარსის მასალას ავრცელებს და ა.შ., ეს უკვე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამას და არა გიდებმა“, - გვითხრა გიორგი დარციმელიამ, რომლის აზრით, ყველამ, ვისაც ამ საქმიდან აქვს შემოსავალი, კერძო პირი იქნება ის თუ კომპანია, გადასახადი უნდა გადაიხადოს.

„რეგისტრაციის პირობა, შესაძლოა, სახელმწიფო ენის ცოდნა გახდეს“

გიდების რეგისტრაცია და სახელმწიფო ენის ცოდნა, როგორც პირობა, მიაჩნია გამოსავლად სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარეს, ელზა ბებიას.

სერტიფიცირებული იქნება გიდი თუ არა და გახდება თუ არა რომელიმე ასოციაციის წევრი, ეს მისი არჩევანი უნდა იყოს, მაგრამ თუ ადამიანს გიდობა სურს, ის ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს.

ელზა ბებია გვეუბნება, რომ რეგისტრაციის პირობები ჯერ გაწერილი არ არის, თუმცა, მისი აზრით, ერთ-ერთი პირობა გიდად რეგისტრაციისათვის ქართული ენის ცოდნა უნდა გახდეს. ეს - უცხოურ კოპანიებსაც დააკისრებდა ადგილობრივი გიდის აყვანის ვალდებულებას.

„იმ დღეს, მცხეთის ჯვართან იდგა უცხოურნომრიანი ავტობუსების კოლონა. ყველა ჯგუფს ახლდა თავიანთი ქვეყნიდან გამოყოლილი უცხოელი გიდი. მე არ ვიცი, რას ჰყვებოდა ეს გიდი საქართველოზე და ცხადია, კითხვები ჩვენც გვაქვს. მართლა არ ვიცით, რას ჰყვებიან უცხოელი გიდები. ვიკიპედიაში ამოკითხული ამბებით ტურის ჩატარება არ შეიძლება. არ შეიძლება მხოლოდ ხაჭაპურის ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ ამ მონათხრობებით და ამაზე, ცხადია, გული შეგვტკივა“.

ელზა ბებიამ ისიც შენიშნა, რომ გიდების საზოგადოებაში ამ საკითხებზე მსჯელობა უკვე რამდენიმე წელია მიდის, თუმცა, განსაკუთრებით ბოლო წელს გააქტიურდა.

„ამ დღეებში კი, რაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი გავრცელდა, ჯგუფებში წერენ, რომ ჩამოსული გიდების რიცხვიც გაიზრდება...მოკლედ, ჩვენ, ცხადია, არ ვამბობთ იმას, რომ უცხოელი გიდებისთვის საქმიანობა აიკრძალოს, მაგრამ ამ სფეროს მოწესრიგება გარდაუვალია“.

„როცა ოკუპაცია ვახსენე, შემეკამათნენ“

ეკა შპეტიშვილი ტურებს ინგლისურ ენაზე ატარებს, თუმცა მის ჯგუფში დროდადრო რუსებიც ეწერებიან. ეკა ამბობს, რომ ყოველთვის ჰყვება კონტექსტზე, რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში და, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იხსენებს, რომ ჰქონია არაერთი შემთხვევა, როცა ტურის მონაწილე რუსები შეპასუხებიან და უთქვამთ, რომ ეს არ არის სიმართლე.

„ტიპიური კრემლისტური ტექსტები აქვთ ხოლმე და კამათს იწყებენ. მე არ დავსწრებივარ ომის მერე ჩამოსული რუსების მოწყობილ ტურებს, მაგრამ ეს მაგალითიც მაფიქრებინებს, რომ სულ სხვა ინტერპრეტაციით ყვებიან აქაურ ამბებს, რაც ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს. მტერი ქვეყნიდან მოდიხარ, იწყებ საქმიანობას, არავის გაკონტროლებს... ცხადია, ეს აშფოთებთ იმ გიდებს, ვისაც ბევრი შრომა და ეტაპების გავლა უწევთ ამ საქმის დასაწყებად. უცებ კი ვიღაცამ ძალიან მარტივად შეიძლება იგივე წამოიწყოს და კლიენტები წაიყვანოს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს რაღაც სტანდარტი - მაგალითად ის, რომ გიდმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, ჩააბაროს გამოცდები და მხოლოდ ამის მერე მიიღოს გიდობის უფლება, რატომ არ შეიძლება აქაც იყოს ასე?“, - გვითხრა ეკა შპეტიშვილმა.

„ვფიქრობ, ხომ არ წავიდე ტურიზმიდან“

ლიკა ტაგანაშვილი წლებია რუსულენოვანი ტურისტების გიდია. ის არ არის რომელიმე ასოციაციის წევრი. გვიყვება, რომ მამის, თბილისში ერთ-ერთი პირველი ექსკურსიამძღოლის გზას ათი წლის წინ გაჰყვა.

2019 წლამდე ის მხოლოდ რუს ტურისტებს ემსახურებოდა. შემდეგ უკრაინელებს, ყაზახებს, ბელარუსებს. ამ წლების განმავლობაში, საქმე არასოდეს გამოლევია და არც განცდა ჰქონია, რომ ერთ დღეს სამუშაო აღარ ექნებოდა.

„მაშინაც კი, როცა რუსეთთან ფრენები აღარ იყო“.

მაგრამ ბოლო თვეა, პირველად დაფიქრდა ტურიზმის სფეროდან წასვლაზე, რადგან, მისი თქმით, სამუშაომ საგრძნობლად იკლო.

ლიკა გვიყვება, რომ მაისის თვე ყოველთვის დატვირთული იყო და მასთან მომუშავე სხვა გიდებს წინასწარ უთანხმებდა, რომ სხვა საქმე არ აეღოთ.

„მოვიდა მაისი, მაგრამ ხალხი არ გვყავს. არადა, ვხედავ, რომ ტურისტები არიან, ხალხი არის, მაგრამ იმდენად ბევრი გიდი და ტურისტული ფირმა გამოჩნდა, რომ სამუშაო არ გვყოფნის - კონკურენცია გაზრდილია“.

გიდების დარეგისტრირების წესის შემოღებას ლიკაც ემხრობა. თუმცა გვიზიარებს სხვა რუსულენოვანი გიდების შიშსაც, რომლებმაც არ იციან ქართული ენა და რომელთა ვალდებულებაც, შესაძლოა, სწორედ ენის ცოდნა გახდეს:

„ამბობენ, გიდობის უფლება რომ გქონდეს, სახელმწიფო ენას უნდა ფლობდე ან მოქალაქე უნდა იყო... ჯერ ეს გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ამაზე ძალიან ღელავენ ის რუსულენოვანი გიდები, ვინც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილები არიან, ან აქ უკვე 10-15 წელია ცხოვრობენ და ამ პროფესიით მუშაობენ“.

სხვა დაბრკოლებებზე საუბრისას, ლიკამ ისიც გვიამბო, როგორ აღარ შეუშვეს სამთავროს დედათა მონასტერში და არ მისცეს ტურის ჩატარების უფლება, რადგან, მონაზვნების თქმით, „ბოლო დროს, ტაძარში ბევრი გიდი ატარებს ტურს, რომლის დროსაც ტურისტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიანო“.

მოგბეზრდათ მოსაწყენი გიდები? ჩვენთან მოდით

სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ტელეგრამსა და ინსტაგრამზე, დღეს ათობით ჯგუფსა და გვერდს ნახავთ, სადაც ტურისტული ფირმები თუ კერძო გიდები მსურველებს სთავაზობენ რუსულენოვან ტურებს თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეთავაზებებს ახლავს დრონით გადაღებულიო ვიდეოკადრები, პანორამული ფოტოები და ა.შ. „ძველი თბილისი ახალი თვალით“, „პაემანი თბილისთან“, „თბილისის დაფარული საგანძური“ - ამ და სხვა სახელწოდებით უამრავ ტურს იპოვით.

ზოგიერთ გიდს აღწერაში ხაზგასმით უწერია, რომ ის საქართველოში დაბადებული და გაზრდილია, ზოგი წერს, რომ ათი წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად და მას შემდეგ ეწევა ამ საქმიანობას. ზოგი კი ამ დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა მათი გვერდებიდან ჩანს, რომ ისინი 2022 წლის შემდეგ აქტიურობენ.

ჩვენ რამდენიმე მათგანს მივწერეთ. ყველასგან პასუხი არ დაგვიბრუნდა, თუმცა, ერთ-ერთი ინსტაგრამგვერდიდან, მაგალითად, მოგვწერეს, რომ ისინი გიდები კი არ არიან, არამედ ახალგაზრდების ჯგუფია და შეიკრიბნენ იმ მიზნით, რომ მსურველს „აჩვენონ ის და ისეთი საქართველო, როგორიც მათ დაინახეს“.

ინსტაგრამის კიდევ ერთ მსგავს გვერდზე კი საკუთარ ტურს რეკლამის ასეთი ტექსტით ყიდიან: „თუ მოგბეზრდათ მოსაწყენი გიდები, ჩაეწერეთ არაბანალურ ექსკურსიაზე ჩვენთან“.

ეს გვერდი ტურისტებს სთავაზობს ლიტერატურულ ტურს და გიდს, რომელიც ტრეტიაკოვის გალერეის უშტატო გიდად მუშაოდა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70



VIP

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети






Новости 24 часа

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»



Game News

Here's every World of Warcraft expansion in order of release



Москва

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



News Every Day

Derrick Lewis scores vicious knockout, moons crowd at UFC St. Louis 



Настроение

Под зеленым куполом



Москва

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа



Александр Градский

Суд Москвы принял апелляцию третьей жены Градского по доле в наследстве



Москва

Суд отказал в иске о моральной компенсации за "голую вечеринку" Ивлеевой



Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Кубок

В Калининграде впервые состоялись всероссийские соревнования по самбо «Кубок пяти морей»



Симферополь

Фестиваль «Музыка моего города» в Бурятии украсил Театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы



Москва

Страдания юного Аюша Булчун



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

Водитель такси серьезно пострадал в тройном ДТП на западе Москвы

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».


Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети






Rss.plus

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Moscow.media
Москва

Неделя мэра: завод «Москвич», гранты для школ искусств и система городских вокзалов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Антонина Арталевская

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

В Подмосковье сотрудники ОМОН «Русич» Росгвардии приняли участие в церемонии открытия соревнований по дзюдо среди детей и подростков

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»


ATP

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России