Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ანალიტიკოსი: ვფიქრობ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არჩევნების გზით გრძელვადიანი ავტოკრატის გადაყენება თანამდებობიდან

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხანგრძლივი მმართველობა თურქეთში შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს. უკვე 14 მაისს თურქეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ამჟამინდელი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი პარლამენტის წევრი და ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუა.

რა მოხდება, თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება? ჩაახშობს თუ არა ის პროტესტს ძალის გამოყენებით? გამოცემა „მედუზას“ ამ შეკითხვებს აღმოსავლეთმცოდნე რუსლან სულეიმანოვი პასუხობს.

– ბევრი გამოცემა ამ არჩევნებს ისტორიულს უწოდებს და ძალზე მნიშვნელოვანს მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ რას ფიქრობთ? რას ცვლის ეს არჩევნები?

– ბევრი შეიძლება შეიცვალოს. თუ ერდოღანი დარჩება ხელისუფლებაში, ოპოზიციაში დიდი იმედგაცრუება გაჩნდება: ხალხი დაკარგავს იმედს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რამის შეცვლა.

ოპოზიციის დამარცხება ერდოღანს ხელებს გაუხსნის, თუმცა მას უკვე აქვს სუპერ-საპრეზიდენტო უფლებამოსილებები. მას არც კი სჭირდება რაიმე დამატებითი კანონის მიღება. კონსტიტუციაში 2017 წელს მიღებულმა ცვლილებებმა მისი უფლებამოსილება თითქმის შეუზღუდავი გახადა. მიუხედავად ამისა, ერდოღანი გეგმავს ახალი კონსტიტუციის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ერდოღანის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაფართოება.

თუ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი მიზანია თურქეთში საპარლამენტო სისტემის დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში გაერთიანებულია ექვსი სრულიად განსხვავებული პარტია: ისლამისტები, ნაციონალისტები, ლიბერალები. მაგრამ ისინი საპარლამენტო სისტემის დაბრუნების აუცილებლობაზე თანხმდებიან. ყველა შემთხვევაში ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება.

– რა პრობლემებზეა საუბარი?

– თავს იჩენს მრავალი უთანხმოება და წინააღმდეგობა, რაც ოპოზიციაში არსებობს. ჯერ ის არ ჩანს, მაგრამ როდესაც ისინი გადავლენ რეალურ საქმეზე (თუ ასეთი შესაძლებლობა ექნებათ), მაშინ დაიწყება დავა, დაიწყება დებატები. მაგალითად, ეკონომიკურ რეფორმებზე, საზოგადოებაში ისლამის როლზე, რუსეთთან და ნატოსთან ურთიერთობაზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციური კოალიცია დაიშალოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდი ძალიან რთული იქნება. სხვადასხვა შეფასებით, ამას ორ წლამდე დასჭირდება. მიუხედავად ამისა, კილიჩდაროღლუს, თუ პრეზიდენტი გახდება, ძალიან ფართო უფლებამოსილებები ექნება და ყველას მოუწევს პრეზიდენტის მოსმენა. ამავდროულად, კილიჩდაროღლუ თავის როლს იმაში ხედავს, რომ პოლიტიკური კარიერის ბოლოს – ის 74 წლისაა, თურქეთს საპარლამენტო სისტემა დაუბრუნოს და მოკრძალებულად წავიდეს პენსიაზე.

დაახლოებით ასეთი გეგმაა ოპოზიციაში. მაგრამ, ვიმეორებ, ეს ისეთი ჭრელი კოალიციაა, რომ  ყველაფერი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.

– და როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების შედეგებს საერთაშორისო დღის წესრიგზე?

– ვფიქრობ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს მთელ მსოფლიოში ბევრ ადამიანს შთააგონებს. ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არჩევნების გზით გრძელვადიანი ავტოკრატის გადაყენება თანამდებობიდან.

ბოლო წლებში, ერდოღანის დროს, დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან მკაცრად ჩახშობილი იყო. ბევრი ოპოზიციონერი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, იძულებით გადასახლებაში. მაგრამ ოპოზიციის გამარჯვება თურქეთს  დემოკრატიის ოლიმპზე დააბრუნებს.

ოპოზიციის დამარცხების და ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, ეს კვლავ დიდი იმედგაცრუება იქნება დემოკრატიის ყველა მხარდამჭერისთვის მთელ მსოფლიოში. ეს იმედგაცრუება თურქეთის ფარგლებს გასცდება.

– არსებობს მოსაზრება, რომ  პუტინი მხარს უჭერს ერდოღანს და შესაძლოა, არჩევნებში ჩარევაც სცადოს. ეს შესაძლებელია?

– სავსებით შესაძლებელია. ეს ვარიანტი თურქეთში დიდი ხანია განიხილება. კრემლმა ნამდვილად დადო ფსონი ერდოღანზე. მოსკოვში ამას არც მალავენ.

გასულ წელს მოსკოვმა ანკარას 20 მილიარდი დოლარი გამოუყო ატომური ელექტროსადგურისთვის. გარდა ამისა, მოსკოვმა გადადო გასულ წელს მიწოდებული გაზის გადახდა (ასევე 20 მილიარდი დოლარი), რაც აშკარად მიანიშნებს, რომ კრემლი მხარს უჭერს ამჟამინდელ მთავრობას. პუტინისა და ერდოღანის პირადი ურთიერთობებიდანაც ვხედავთ, რომ პუტინი დაინტერესებულია ერდოღანის ძალაუფლების შენარჩუნებაში.

თურქული დამოუკიდებელი პრესა განიხილავს ერდოღანის მიერ რუსი ჰაკერების გამოყენების შესაძლებლობას. რაიმე მტკიცებულება, რომ მოსკოვი ერევა არჩევნებში, არ არსებობს, მაგრამ მე ასეთ შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავ.

11 მაისს, კილიჩდაროღლუმ თავის Twitter-ზე უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ მკაცრი მიმართვა თავის „რუს მეგობრებს“, რომლებსაც მან მიმართა მოწოდებით „ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან“. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აშკარა გზავნილი ცნობილი რუსი ჰაკერების მიმართ.

– გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციის ლიდერს მცირე უპირატესობა აქვს მოქმედ პრეზიდენტ ერდოღანთან შედარებით. შესაძლებელია ამ გამოკითხვებზე დაყრდნობა?

– თურქეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით დასკვნების გაკეთება ძალიან რთულია. ჯერ ერთი, ბევრს ეშინია სიმართლის თქმა, ბოლო წლებში მედიის თავისუფლების სასტიკი ჩახშობის გათვალისწინებით. შეგახსენებთ: წამყვანი გაზეთების, ტელეარხებისა და ჟურნალების დაახლოებით 95% ერდოღანის ახლო წრეს ეკუთვნის. გარდა ამისა, ბევრი საქმე „პრეზიდენტის შეურაცხყოფის“ მუხლით აღიძრა.

გამოკითხვათა უმეტესობა მიკერძოებულია: ვიღაც თანაუგრძნობს ოპოზიციას, ვიღაც თანაუგრძნობს ერდოღანს. მაგრამ თუ საუბარია მეტ-ნაკლებად თანაბარ და მიუკერძოებელ სოციოლოგიურ კომპანიებზე, მაშინ მაინც უნდა განვაცხადოთ, რომ ერდოღანის რეიტინგი ეცემა.

ბოლო კვირებში ერდოღანი მონაწილეობს ზოგიერთ გახმაურებულ ზეიმებში – მაგალითად, პუტინთან ერთად აკუიუ ატომური ელექტროსადგურის გახსნაში. როგორც ჩანს, აშორებს მოსახლეობის ყურადღებას ეკონომიკური პრობლემებისგან. ერდოღანის რეიტინგმა ცოტათი ზრდა დაიწყო, მაგრამ ქილიჩდაროღლუს რეიტინგის მატებასაც ვხედავთ.

ჩემი აზრით, ძალთა ბალანსი ჯერ კიდევ 50/50-ზეა. ერდოღანის დამარცხების ალბათობა ნამდვილად არსებობს.

– რატომ აირჩია ოპოზიციამ კილიჩდაროღლუ, თუ უფრო პოპულარული კანდიდატებიც იყვნენ? 

– ვფიქრობ, ეს ძირითადად კომპრომისია. ეს არის პატივი ვეტერან თურქ პოლიტიკოს კილიჩდაროღლუს მიმართ. ის ხომ წამყვანი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარეა.

ამასთან, პრობლემები იყო ანკარის მერ იავანშთან და სტამბოლის მერთან იმამოღლუსთან დაკავშირებით. გასული წლის დეკემბერში იმამოღლუს წინააღმდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მას „სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფისთვის“ ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა პოლიტიკური მოღვაწეობა.

ის თანამდებობაზე რჩება და ამჟამად განაჩენი გასაჩივრებულია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის დამოკლეს მახვილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლო სისტემას მთლიანად აკონტროლებს ერდოღანი.

იავანშთან კი პრობლემა ის არის, რომ მას არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს ქურთებთან. მას აკრიტიკებდნენ წარსულში ქურთების შესახებ განცხადებების გამო, ნაციონალისტური წარსულის გამო.

– რა არის ოპოზიციის მთავარი პრეტენზია ერდოღანთან?

– გარდა იმისა, რომ ერდოღანმა თურქეთი ერთპიროვნულ რეჟიმად აქცია, მან საკუთარი თავის გარშემო არაკომპეტენტური ადამიანები გააერთიანა. დღევანდელ ოპოზიციაში არიან ერდოღანის ყოფილი თვალსაჩინო მხარდამჭერები და თანამოაზრეები. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ, რომელიც ზოგადად ერდოღანის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორად ითვლება. დღეს ის ოპოზიციაშია.

ასევე, აღსანიშნავია ალი ბაბაჯანი. შეიძლება ითქვას, რომ ის არის მთავარი ეკონომიკური რგოლი ოპოზიციაში. ბაბაჯანი არის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი. ის ხშირად საუბრობს ერდოღანისა და მისი ხალხის არაკომპეტენტურობაზე ეკონომიკურ საკითხებში. პრეზიდენტს შეახსენებენ, რომ ბოლო წლებში მოხდა თურქული ლირის კრახი – ის დაახლოებით ხუთჯერ გაუფასურდა. გასული წლის ბოლოს ინფლაციამ 83%-ს გადააჭარბა – რეკორდი ბოლო 25 წლის განმავლობაში. ის საპროცენტო განაკვეთის მიმართ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებდა: როდესაც მთელი მსოფლიო ზრდის განაკვეთს, ერდოღანი ამცირებს მას და რელიგიურ შეხედულებებს იმიზეზებს. ერდოღანი ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირებით ის ებრძვის ინფლაციას – თუმცა სინამდვილეში პირიქით ხდება.

ერდოღანის პარტიამ მართლაც გამოიყვანა ქვეყანა 2000-იანი წლების დასაწყისის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან. მაგრამ ქვეყანამ ფაქტობრივად სრული წრე დაარტყა, და  ფაქტობრივად, იმავე კრიზისში აღმოჩნდა, რაშიც 20 წლის წინ იყო.

გარდა ამისა, ერდოღანს აკრიტიკებენ მისი საკმაოდ ექსცენტრიკული საგარეო პოლიტიკისთვის, დასავლეთის ქვეყნების მიმართ მისი ქცევის გამო. ოპოზიციის მთავარი გზავნილია, რომ ნატოს ქვეყნებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ელაპარაკო და არ იჩხუბო მათთან. ერდოღანს კი ნებისმიერ მომენტში შეუძლია მყისიერად გააუარესოს ურთიერთობები. მაგალითად, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ელჩი თებერვალში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოულოდნელად დაიბარეს.

– გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო სისტემაზე დაბრუნების მომხრეა, მაგრამ ვერ განახორციელებს ამას, თუ საპარლამენტო არჩევნებში არ გაიმარჯვებს. როგორია მათი პროგნოზები?

– ჩვენ ვხედავთ, რომ ერდოღანის პარტია ბევრ გამოკითხვაში უსწრებს ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას. მაგრამ, დიდი ალბათობით, ვერც ერთი პარტია და გაერთიანება ვერ მოიპოვებს საჭირო უმრავლესობას (მინიმუმ 301 მანდატი 600 მანდატიან პარლამენტში).

ახლა ერდოღანის მხარდამჭერებს უმრავლესობა არ აქვთ და ამიტომ ზოგიერთი კანონის მიღება დიდი გაჭირვებით ხდება. ვფიქრობ, პარლამენტში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ვიმეორებ, ჩემი აზრით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატების საჭირო რაოდენობას ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს.

– გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისა და აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კურსი მათი პრიორიტეტია. და როგორია კოალიციის პოზიცია რუსეთთან ურთიერთობაზე?

– მას არ აქვს რაიმე მკაფიო გეგმა, მკაფიო სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაამყაროს ურთიერთობა მოსკოვთან. როგორც უკვე ვთქვი, ოპოზიციონერების განცხადებები, განსაკუთრებით გასულ წელს, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ბოლო კვირებში ოპოზიციის ლიდერმა საკმაოდ მკაფიო განცხადებები გააკეთა, რომ ოპოზიცია მზად არის განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან. კილიჩდაროღლუ ზოგადად საკმაოდ მშვიდად, და თბილად საუბრობს რუსეთის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე.

შეიძლება ეს არ იყოს ისეთი სიყვარული, როგორიც ერდოღანს და პუტინს აკავშირებდა, მაგრამ მოსკოვს და ანკარას ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. არა მგონია, რომ ურთიერთობა როგორმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მთავარი ცვლილება ისაა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ურთიერთობები არ იქნება მიბმული პუტინისა და ერდოღანის პირად ურთიერთობასთან. თურქეთში ხშირად ამბობენ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა საერთოდ არ არსებობს, მაგრამ არის ურთიერთობა პუტინსა და ერდოღანს შორის. კილიჩდაროღლუს დროს კი ის უფრო სისტემური გახდება.

– თუ კილიჩდაროღლუ გამოკითხვების მიხედვით ლიდერობს, ერდოღანი რაიმე ზომებს არ იღებს?

– ეს ძირითადად არის მისი გამკაცრებული რიტორიკა, სადაც ის ღიად უწოდებს ოპოზიციას ტერორისტებს და ცდილობს მათ დააბრალოს თანამშრომლობა ქურთთა მუშათა პარტიასთან. ის მათ ლგბტ თემის მხარდაჭერაშიც ადანაშაულებს და საკუთარ თავს წარმოაჩენს თურქების ტრადიციების, ოჯახისა და მუსულმანური ღირებულებების დამცველად.

– შეიძლება თუ არა თურქეთის ცესკომ, პრინციპში, ერდოღანის გარდა ვინმეს გამარჯვებული უწოდოს?

– მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უპირატესობის შემთხვევაში, ცესკოს შეუძლია კილიჩდაროღლუს გამარჯვება გამოაცხადოს. მან ეს გააკეთა იმამოღლუსთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციას და მოიგო 2019 წლის სტამბოლის მერის არჩევნები. შეგახსენებთ, რომ თავიდან მან რამდენიმე ათასი ხმით მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა, რის შემდეგაც ერდოღანმა და მისმა პარტიამ ხელახალი არჩევნები მოითხოვეს. ხელახალი არჩევნებში იმამოღლუმ კვლავ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო დიდი უპირატესობით – რამდენიმე ასეული ათასი ხმით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, ცესკო მას გამარჯვებულად დაასახელებს.

– შესაძლებელია თუ არა თურქეთში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა?

– მშვიდობიანი ტრანზიტი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ, ჩემი აზრით, არის იმის შესაძლებლობაც, რომ ერდოღანი ძალაუფლებას ჩაეჭიდოს.

მაშინაც კი, თუ ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე სისხლიან ვარიანტს ქუჩის ბრძოლებით, ერდოღანი შეეცდება შედეგების გადახედვა მოითხოვოს, გამოიყენოს ზეწოლა სასამართლო სისტემაზე: საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგალითად, შეიძლება გააუქმოს არჩევნების შედეგები. ის ბოლომდე იბრძოლებს. მაგრამ თუ ძალაუფლების ყველა ინსტიტუტი სოლიდარულია ოპოზიციასთან, ერდოღანს მოუწევს დამარცხების აღიარება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ დღეს, 14 მაისს გაიმართება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Стало известны победили в шоу "Сокровища императора"



Жизнь

Азербайджан назначил столицей тюркского мира талышский город Ленкорань. Талышские организации мира бьют тревогу






Новости 24 часа

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



Game News

Моя Говорящая Кошка 3.2



Москва

В России хотят упростить регистрацию автомобилей в ГИБДД. Что может измениться



News Every Day

Creepy King Charles Painting Is Vandalized by Radical Animal Rights Activists, Gets a Cartoon Face and Speech Balloon!



Авто

Завершается устройство земляного полотна на дороге с мостом через Обь в районе Сургута



Москва

С какими деньгами россиянам теперь лететь за границу вместо долларов и евро: названы два варианта валюты



Александр Градский

Суд отказал детям Градского в аресте имущества вдовы покойного мэтра



Москва

42-летняя певица Вера Брежнева в неожиданном образе порадовала поклонников



Роджер Федерер

Федерер рассказал о недооценке Джоковича на старте карьеры



Москва

Попурри мелодий и дух патриотизма: военный оркестр в парке «Кузьминки» отметил День России



LG

LG HVAC ACADEMY: ГОТОВИМ ПРОФЕССИОНАЛОВ ДЛЯ РАСТУЩЕЙ ОТРАСЛИ



Симферополь

Выступлением самарских артистов в Крыму открылся масштабный Фестиваль, посвященный 225-летию со дня рождения А.С. Пушкина



Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



Москва

Сергей Собянин. Неделя мэра



Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

В России хотят упростить регистрацию автомобилей в ГИБДД. Что может измениться

Мошенники через приложение банка похитили у пенсионера 12,9 миллиона рублей

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Путин подписал указ "О награждении государственными наградами Российской Федерации"


Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!






Rss.plus

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове

Автопробег в честь Дня России прошел в Ленинском округе

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Неделя мэра



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Стравинский

Фестиваль «Гений места», посвященный Игорю Стравинскому, откроется в Ораниенбауме 15 июня




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве тушат пожар в здании у метро «Динамо»

Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов


Елена Рыбакина

В России заговорили о Елене Рыбакиной после смены теннисисткой гражданства



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России