Apsadgil. Info: სოჭსა და გაგრას შორის რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა იგეგმება
რუსეთის ქალაქ სოჭსა და ოკუპირებული აფხაზეთში ქალაქ გაგრას შორის რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ელექტრომატარებელი „მერცხალი“ გაგრაში სატესტო რეჟიმში ჩავიდა. ამის შესახებ Apsadgil. Info იუწყება.
„აფხაზეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელის არსოუა ჭითანავას თქმით, ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა.
„საუბარი იმაზე, რომ „მერცხალი“ რეგულარულ მოძრაობას ხვალვე დაიწყებს, არ მიდის, ეს შეიძლება მომავალ წელს მოხდეს. არსებობს გარკვეული პრობლემები და მათ მოგვარებაზე ვიმუშავებთ, ასევე რუს კოლეგებთან მოლაპარაკებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჭითანავამ.