საუზმე ტიფანისთან – უცნობი დეტალები საკულტო ფილმიდან
1961 წლის ფილმში “საუზმე ტიფანისთან”, რომელიც დაფუძნებულია ტრუმენ კაპოტის ნოველაზე, ოდრი ჰეპბერნის მიერ შესრულებული ჰოლი გოლაითლი, ერთ-ერთ ყველაზე საკულტო პერსონაჟად იქცა, რომელიც ოდესმე გამოჩენილა ეკრანზე.
ტრუმენს სურდა, რომ ჰოლის როლი მერილინ მონროს შეესრულებინა, მას ამ ფილმისთვის ოდრი არ მოსწონდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ჰეპბერნზე შეაჩერეს.
“ეს ძალიან რთული იყო, არ ვიცოდი, სწორი არჩევანი გავაკეთე თუ არა”, – თავად ოდრიც ბევრს ყოყმანობდა იქამდე, ვიდრე ფილმში თამაშზე დათანხმდებოდა. იგი გოლაითლის როლს არც ასაკით შეეფერებოდა. ნოველის მიხედვით ჰოლი 19 წლის იყო, ხოლო ოდრი 31-ის.
ჰოლის ცნობილი პატარა შავი კაბა. ის 2006 წელს კრისტის აუქციონზე 900 000 დოლარად გაიყიდა. ჰეპბერნი და ჟივენში წარსულში ერთად მუშაობდნენ ფილმებზე Sabrina (1954), Funny Face (1957) და Love in the Afternoon (1957).
წვეულების სცენის გადაღებას ექვსი დღე დასჭირდა. მათ გამოიყენეს ნამდვილი შამპანური, 120 გალონი გამაგრილებელი სასმელი, 60 კოლოფი სიგარეტი, ჰოთ-დოგები, ჩიფსები და სენდვიჩები.
ოდრის ცნობილ სიმღერას ლირიკოსმა ჯონი მერსერმა თავდაპირველად “Blue River” უწოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ უკვე სხვა სიმღერებიც არსებობდა ამავე სახელწოდებით. ჰენრი მანჩინიმ ერთი თვე დახარჯა სწორი მელოდიის შესაქმნელად. ”ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, რადგან ვერ ვხვდებოდი, რას იმღერებდა ეს ქალბატონი,” – თქვა მანჩინიმ.
სიუჟეტის ერთ-ერთ ვერსიაში, Paramount Pictures-ის პრეზიდენტმა, მარტი რანკინმა, ფილმის პირველი გადახედვის შემდეგ, თქვა, რომ სიმღერა უნდა ამოღებულიყო. ჰეპბერნმა მას უთხრა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, ეს იგივე იქნებოდა, ფილმიდან მისი სხეული ამოეღოთ.
საბოლოოდ, სიმღერამ “Moon River” მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.
აპარტამენტი, რომელიც ფილმში ჰოლის საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს 2014 წელს აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გამოვიდა და 2015 წლის ივნისში 74.4 მლიონ დოლარად გაიყიდა.
წყარო: Mental Floss ფოტო: High Life Magazine