ხან მკლავენ, ხან ტყვედ ვარ, არადა, აქ ვარ, ცოცხალი ვარ - ქეთი ექიმი ფრონტის ხაზიდან
ქეთი ლეშკაშელი ერთ-ერთია იმ ძალიან მცირე რაოდენობის ქალს შორის, რომლებიც უკრაინაში, ომში, საქართველოდან წავიდნენ. ქეთი ჯგუფის ექიმია. ბოლო ექვსი თვეა იარაღით ხელში და ზურგზე სამედიცინო აღჭურვილობით, ფრონტის წინა ხაზზე, მებრძოლებთან ერთად გადის.