მათიკაშვილი ქოლცენტრების საქმეზე: საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს, ეს სისხლის სამართლის საქმეა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქოლცენტრების საქმე, სისხლის სამართლის საქმეა და ამ საკითხზე, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს.
„ოპოზიციიდან ინტერესები აშკარად იკვეთება, უშუალოდ კეზერაშვილის როლთან დაკავშირებით, თუ რა სახის მტკიცებულება გააჩნია გამოძიებას. ჩვენ არაერთი კონკრეტული ფაქტი ვნახეთ, უკვე გამოძიების შედეგად დადგენილი. შესაბამისად, ამას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ეს სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც უშუალოდ გამოძიების ჭრილშია გასარკვევი“, – აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.