დღეიდან, უკრაინა NATO-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის ოფიციალური წევრია
უკრაინა NATO-ს ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრის (CCDCOE) წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე წერს.
„დღეს, უკრაინის სახელმწიფო დროშა ოფიციალურად აღიმართა ტალინში, ნატოს ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრის შტაბ-ბინაში“, – აცხადებენ უწყებაში.
უკრაინამ ცენტრში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი 2021 წლის აგვისტოში გააკეთა. 2022 წლის მარტში ნატოს 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინისთვის CCDCOE-ს წევრი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.