3 მეტროსადგურში მერია ახალ ტურნიკეტებს დააყენებს
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მეტროს სამ სადგურში ახალი ტურნიკეტები დაყენდება. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს დააჩქარებს მგზავრების მეტროში ჩასვლის პროცესს.
ახალ ტურნიკეტებს დააყენებენ მეტროსადგურებში "ახმეტელის თეატრი", "სადგურის მოედანი" და "ვარკეთილი".
"ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს... ეს საკითხი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა... [არსებული ტურნიკეტები] განსაკუთრებით დილის პიკის საათებში, ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოების დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევდა", - თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მერია კვლავ აგრძელებს ე.წ. გრძელვადიან პროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" მეორე ასასვლელ-ჩამოსასვლელის მოწყობა იგეგმება.