უკრაინას დატოვებს მარცვლეულით დატვირთული ბოლო გემი, შეთანხმების ბედი რუსეთის ხელშია
17 მაისს უკრაინას დატოვებს მარცვლეულით დატვირთული ბოლო გემი, რომელიც მოქმედებს შავი ზღვის არეალში უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმების თანახმად, ამბობს გაეროს პრესმდივანი. ეს მან განაცხადა მანამდე ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთს შეეძლება გავიდეს შეთანხმებიდან, მარცვლეულის და სასუქების ექსპორტზე წინაღობების გამო.
გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა საექსპორტო შეთანხმება, თავიდან 120 დღის ვადით, იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო საკვების გლობალური კრიზისი, რომელიც გაღრმავდა მოსკოვის შეჭრით უკრაინაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში.
ნოემბერში მოსკოვი დასთანხმდა შეთანხმების გახანგრძლივებას.