სოფო ბათილაშვილი: დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა
სოფო ბათილაშვილის გარშემო რამდენიმე თვის წინ დაწყებული სკანდალი გრძელდება. ამჯერად მომღერლის გაღიზიანება დათო ფორჩხიძის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც ნოე სულაბერიძეს გადაცემაში სტუმრობდა.
ყველაფერი “ევროვიზიის” შესარჩევი ტურებით დაიწყო, როდესაც “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კონკურსანტი “ვოისის” შედეგად უნდა შერჩეულიყო. სოფო ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც ოთხი მენტორიდან სოფო ტოროშელიძის გუნდში მოხვდა, თუმცა 12 იანვარს, როდესაც ეთერში სოფო ტოროშელიძის და სტეფანეს გუნდის წევრები გამოდიოდნენ, სოფომ მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა. იმ დღეს, სოფო ბათილაშვილმა პროექტი დატოვა.
ცნობისათვის, კონკურსი დათო ფორჩხიძის გუნდის წევრმა ირუ ხეჩანოვმა მოიგო. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ევროვიზის ფინალურ ტურზე გადასვლა ვერ მოახრხა და პირველივე ტურზე კონკურსს გამოეთიშა.
გადაცემაში ნოე სულაბერიძემ დათო ფორჩხიძეს სოფო ბათილაშვილის მისამართით კითხვა დაუსვა.
დათო ფორჩხიძის შეფასებებს, სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
– ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს, ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი.
დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება, მეტი გულწრფელობა, ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა. ერთი უნდა ითქვას, დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო, დამიცვა.
მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი, რომ გავიგე რა ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას, სიმღერას და ცეკვა-თამაშს.
სულ სხვისი ბრალია, იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა. თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი. ხოდა, ჩემო ლამაზო სამშობლო, ძაან მიყვარხარ, მაგრამ რავი.
ა, და ხო, დათო ფორჩხიძე, თქვენი, ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის.