გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როგორც კი ბიზნესში მცირე წარმატებას მიაღწია, დაიწყო საქართველოზე ზრუნვა
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როგორც კი ბიზნესში მცირე წარმატებას მიაღწია, დაიწყო საქართველოზე ზრუნვა. ეს არის ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, ასე გაიზარდა. მას აქვს ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ. თუ სხვაზე მეტი რესურსი გააჩნია, ესეც თავისი შრომით აქვს მოტანილი, – ამის შესახელ პარალემნტის თავმჯდოამრი პირველმა მაოდგილემ გია ვოლსკიმ „ქრონიკაშ“ ისაუბრა.
„დღეს ლობისტების მთავარი ლოზუნგი, ასევე გარკვეული პოლიტიკური რადიკალური ჯგუფების არის ის, რომ არ მისცეს საშუალება ბიძინა ივანიშვილს განახორციელოს პროექტები. თუ წყალტუბო ააშენა, აბასთუმნის რეაბილიტაცია მოახდინა, თუ დაზიანებული ტყის საფარველი შეცვალა, ადრონული თერაპიის ცენტრი გახსნა, რომლითაც ათასობით ადამიანი მიიღებს შვებას, უნდათ, რომ ამ ყველაფრის განხორციელების საშუალება არ მისცენ. გადართვა ამ დეოლიგარქიზაციის საკითხზე და ბიძინა ივანიშვილის ამაში გასვრა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. ამ გზაზე მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ბიძინა ივანიშვილი ეგულებათ“, – განაცხად გიორგი ვოლსკიმ.