ნატო-თურქეთის შეხვედრაზე შვედეთთან მიმართებით გარღვევა არ მომხდარა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 4 ივნისს გარღვევას ვერ მიაღწია ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან გამართულ შეხვედრაზე. ორი მხარის წარმომადგენლები შემდეგ შეხვედრას 12 ივნისს გამართავენ, უთანხმოების გადაჭრის მიზნით.
ნატოს შვედეთის შემოერთება სურს მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ალიანსის ქვეყნების სხვა ლიდერები ლიეტუვაში გამართავენ შეხვედრას 11-12 ივლისს, თუმცა ეს საკითხი ჯერ თურქეთმა და უნგრეთმა უნდა დაამტკიცონ.
საიმისოდ, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსში ახალი ქვეყანა გაწევრიანდეს, ალიანსის 31-ვე წევრის თანხმობაა საჭირო.
თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთის ნატოში გაწევრიანებას - მისი განცხადებით, სტოკჰოლმი თავშესაფარს აძლევს ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.