დანია გეგმავს უკრაინას გამოუყოს 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დახმარება
დახმარება გაიგზავნება საგანგებო ფონდის მეშვეობით, რომელიც დანიამ მარტში დააარსა - როგორც ნაწილი ქვეყნის მისწრაფებისა "იყოს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი".
ფონდი თავდაპირველად შეიქმნა 7 მილიარდი დანიური კრონით, რომელიც უნდა დაიხარჯოს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო საჭიროებებზე. ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის რა თანხაა უკვე გაგზავნილი.

