ევროკავშირის წარმომადგენელი: ჩინეთი არ უჭერს მხარს რუსეთს და პუტინს აკონტროლებს
ჩინეთი არ უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამავდროულად, პეკინი აკონტროლებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, – ამის შესახებ ეევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
სტანო დარწმუნებულია, რომ ჩინეთი თავის როლს შეასრულებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომში. ევროკავშირი, თავის მხრივ, აგრძელებს პეკინზე ზეწოლას.
„ბოლოს და ბოლოს, როცა ამერიკელებთან გაქვს საქმე, ხვდები, ვინ არიან ისინი, როგორ იქცევიან. გესმის მათი იდეები და დღის წესრიგი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. და, ასევე, ახლა უკვე ვიცით, როგორია რუსებთან ურთიერთობა. ევროკავშირმა ნამდვილად გაიგო, ვინ არის პუტინი და რა არის რუსეთი, სამწუხაროდ, მაშინ უმრავლესობამ არ მოგვისმინა“, – დასძინა სტანომ.
სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ ესმის, რეალურად რას აპირებს ჩინეთი.
„მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ჩინეთი, დიდი ალბათობით, არ უჭერს მხარს რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით. როგორც ჩანს, ჩინეთი რატომღაც აკონტროლებს პუტინს, ხელს უშლის მას მეტი სისასტიკის ჩადენაში, თუ მას ამის საშუალება და შესაძლებლობები აქვს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია“, – დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.