უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას: "დროა, უარი თქვათ ცრუ ნეიტრალიტეტზე"
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შაბათს, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, "უარი თქვას ცრუ ნეიტრალიტეტზე" რუსეთის მიმართ და მიაწოდოს კიევს ყველა ის იარაღი, რომელიც მას სჭირდება უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გასადევნად.
Reuters-ის თანახმად, დმიტრო კულებამ ეს განცხადება გააკეთა რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო გაერთიანების "ვაგნერის" მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების ფონზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ.
"ვინც ამბობდით, რომ რუსეთი ძალიან ძლიერია იმისთვის, რომ წააგოს: ახლა შეხედეთ ", დაწერა კულებამ ტვიტერზე. "დროა, უარი თქვათ ცრუ ნეიტრალიტეტსა და ესკალაციის შიშზე, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ მეგობრობა ან საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან". "დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, მაგრამ ძალიან ეშინოდა მისი დამხობის", აცხადებს კულება.