ოკუპირებული ცხინცალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი პუტინს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის ქმედებებს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყების ჩახშობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გაგლოევის განცხადებაში.
გაგლოევმა მოუწოდა თანამემამულეებს, რომლებიც "ვაგნერის" შემადგენლობაში არიან, „არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“.
23 ივნისის საღამოს, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეხმით ბრძოლის ხმები.