დღე ისტორიაში – 25 ივნისი
2021 წელს ყოფილ პოლიციელს დერეკ შოვინს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის 22,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2014 წელს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიციას არ აქვს უფლება გაჩხრიკოს მობილური ტელეფონი, შესაბამისი ორდერის გარეშე.
2009 წელს გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი.
1993 წელს კანადაში კიმ კემპბელი გახდა ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
1963 წელს დაიბადა ამერიკელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი.
1950 წელს ჩრდილოეთ კორეამ 75 000 ჯარისკაცი გაგზავნა სამხრეთ კორეაში, რითაც დაიწყო კორეის ომი.
1947 წელს ანა ფრანკის დღიური გამოიცა.
1788 წელს ვირჯინია გახდა მე-10 შტატი, რომელიც შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1638 წელს ამერიკულმა კოლონიებმა, მთვარის დაბნელებაზე დაკვირვების შემდეგ, პირველი ასტრონომიული მოვლენა დააფიქსირეს.
1483 წელს დასრულდა ედუარდ V-ის მეფობა ინგლისში.
წყარო/ფოტო: The Fact Site