უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს შეტევა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა 24 ივნისს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს შეტევა.
მისი თქმით, შეტევა მიმდინარეობს ორეხოვო-ვასილიევკის, ბახმუტის, ბოგდანოვკის, იაგოდნის, კლეშჩეევკისა და კურდიომოვკის მიმართულებით. საუბარია ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც - მაისში რუსული ჯარების მიერ ამ ქალაქის აღების შემდეგ - ინიციატივა უკრაინელ სამხედროებს ჰქონდათ.
"წინსვლა არის ყველა მიმართულებით", - წერს მალიარი. კონკრეტული დეტალები არ არის მითითებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ცნობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეების მტკიცებების გადამოწმება შეუძლებელია.
ბრძოლები, მალიარის თქმით, მიმდინარეობს ასევე სამხრეთის მიმართულებითაც, სადაც ასევე უტევენ უკრაინული ჯარები .
იმის შესახებ, დაკავშირებულია თუ არა ბახმუტთან შეტევის დაწყება იმასთან, რომ რუსეთში კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მიერ შეიარაღებული ამბოხის მცდელობა მოხდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაში არ არის ნათქვამი.