ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია, ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი 1 ივლისს კიევში ჩავიდა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისა და ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით.
გავრცელებული ცნობებით, სანჩესი უკრაინაში პოლონეთის გავლით ჩავიდა.
სანჩესმა გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც მას უკრაინის დელეგაცია ხვდება.
"გადმოგცემთ მთელ ევროპულ სოლიდარობას, თქვენს მთავრობასა და პარლამენტს" - თქვა სანჩესმა და დასძინა - "უკრაინელ ხალხს მხარს დავუჭერთ სანამ ევროპაში მშვიდობა აღდგება".