Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

არასამთავრობოების განცხადებით, შსს სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებელია

13 არასამთავრობო ორგანიზაცია 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ საგანგაშოა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემწყნარებელი პოლიტიკა სიძულვილის ჯგუფების მიმართ.


მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ თავისი კონსტიტუციური ვალდებულებები შეასრულოს და უზრუნველყოს პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უფლებას აძლევს მათ, ხელი შეუშალონ სხვა ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად გაავრცელონ ძალადობისკენ მოწოდებები, და განახორციელონ ამგვარი ქმედებები.




განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები თანმიმდევრულად აჯამებენ ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და წერენ, რომ ლგბტ+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ ჯერ კიდევ 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან „ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართებოდა. ითქვა ისიც, რომ ყველა ღონისძიება იქნებოდა დახურული.. მათ შორის, ბოლო, Tbilisi Pride Fest-ი 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდში“ გაიმართებოდა.


8 ივლისამდე დღეებით ადრე, სიძულვილის ჯგუფები საჯაროდ ავრცელებდნენ სხვადასხვა განცხადებას, რომლებიც, თავისი შინაარსით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათგან მომდინარე ძალადობის რეალურ რისკებს დაანახვებდა.


„ონლაინ გავრცელდა უამრავი ერთგვაროვანი ვიდეო, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს გამოსულიყვნენ 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ წინააღმდეგ და ამ კამპანიის სათავეში იდგნენ ის პირები, ვინც, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან, და, რომლებთან დაკავშირებითაც არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, და, არც საქართველოს პროკურატურას, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, მიუხედავად მათ წინააღმდეგ არსებული უამრავი მტკიცებულებისა“, - წერენ განცხადების ავტორები.


იხსენებენ 7 ივლისის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებოდნენ ყველა საჭირო ადგილას და დაიცავდნენ მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას.


„მიუხედავად იმისა, რომ შსს კარგად იყო ინფორმირებული, და იცოდა სიძულვილის ჯგუფების მიზანი, დაერბიათ, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით “თბილისი პრაიდის” ღონისძიება, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილი კონტრაქციის წარმომადგენლები შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, და, მათ მანამდე არანაირი ჯეროვანი დაბრკოლება სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ არ დახვედრიათ“.


ლისის ტბის მიმდებარედ კი მათ თავისუფლად შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა და გადაინაცვლეს ლისის მთავარი შესასვლელისკენ.


სამოქალაქო ორგანიზაციები ნანახი კადრების ანალიზზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ პოლიცია არ უწევდა ჯეროვან წინააღმდეგობას ანტილგბტ აქციის მონაწილეებს.



14:55 საათისთვის პოლიციის კორდონი სრულად გარღვეული იყო.
15:10 საათისთვის აქციის მონაწილეებმა სრულად დაიკავეს ფესტივალის ადგილი. სიძულვილის ჯგუფების წევრები შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში, დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
15:17 საათზე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე და ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი პოლიციას შეჰყავს იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, იმის საჩვენებლად, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნამდვილად დატოვეს ტერიტორია.


განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მომხდარი 2021 წლის 5 ივლისის გაგრძელებაა, რომლის გამოძიებაშიც რეაგირების გარეშეა დატოვებული ძალადობის ორგანიზატორების და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი.


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ლგბტ+ თემის წევრებს და მოუწოდებენ სახელმწიფო სტრუქტურებს, იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად:



ჰქონდეთ დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე, ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების და შემდგომი ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად გამოკვეთონ ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა;
დაიცვან ლგბტ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის, მათი უფლება სურვილის შემთხვევაში ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაატარონ ღონისძიება;
დაიცვან მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლისაგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება, აგრეთვე, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.


განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მწვანე ალტერნატივა; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო; სასამართლოს გუშაგი; უფლებები საქართველო; პლატფორმა “სალამი”; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო; ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России