კატრინ კოლონა: საფრანგეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს
მზადდება სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, სანამ ეს აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა.
„საფრანგეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში, შევასრულოთ ეს ვალდებულება“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარება კიევის მიერ მოთხოვნილი საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
„მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება. ახალი სამხედრო დახმარება მზადდება, რადგან მუდმივად ვითვალისწინებთ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს“, – დასძინა მინისტრმა.