Reuters: „ნატომ ვილნიუსი ციხესიმაგრედ აქცია“ – ნატოს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს
ნატოს სამიტის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვილნიუსში ალიანსის სხვა ქვეყნებიდან ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ნატომ ვილნიუსი ციხესიმაგრედ აქცია ნატოს სამიტის წინა დღეს.
„როიტერი“ წერს, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის დასაცავად სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გაგზავნა.
გერმანიამ „პეტრიოტის“ ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ისინი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმებისგან, ასევე საბრძოლო ავიაციის თავდასხმისგან დაცვას უზრუნველყოფენ.
საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოყო ესპანეთმაც, ხოლო საფრანგეთმა, თვითმავალი ჰაუბიცები. სამხედრო თვითმფრინავები ლიეტუვაში განათავსეს ფინეთმა და დანიამ.
„აუცილებელია, რომ ალიანსმა ბალტიის ქვეყნებში შექმნას საჰაერო თავდაცვის მუდმივმოქმედი სისტემა“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
გარდა ამისა, ლიეტუვამ სამჯერ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა ბელორუსისა და რუსეთის საზღვრებზე.