რატომ უნდა ისეირნოთ გარეთ ყოველდღიურად
სავარჯიშო დარბაზში ყოველდღე ან კვირაში ერთი დღე სიარული, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის არარეალური იყოს, დროის უქონლობის, მატერიალური შესაძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, თუმცა ჩვენს ჯანმრთელობას სხვაგვარადაც შეგვიძლია სარგებელი მოვუტანოთ.
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის სულაც არ არის აუცილებელი სიმძიმეების აწევა ან დღეში ერთი საათის განმავლობაში ვარჯიში, გარეთ, სუფთა ჰაერზე 20 წუთი მაინც თუ ისეირნებთ, შედეგს ერთ თვეში მიიღებთ. გარემოსთან ინტერაქცია შეამცირებს და საუკეთესო შემთხვევაში, გააქრობს თქვენს სტრესსა და შფოთვას.
სტრესისგან გათავისუფლება კი, თავის მხრივ, უკეთ გამოძინებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს ხელს უწყობს მელანინის, ძილის ჰორმონის, გამომუშავებაში. ასე თავს დილით უფრო ჯანსაღად და მოტივირებულად იგრძნობთ, რაც მეტი საქმის გაკეთებაში და პროდუქტიულად დარჩენაში დაგეხმარებათ.
ყოველდღიურად გარეთ სიარული ასევე კარგია სხეულის სასურველი ფორმების და წონის შენარჩუნებისთვის. გააძლიერებს თქვენს ძვლოვან და კუნთოვან სისტემას.
წყარო: Best Life
ფოტო: Istock