მეუფე იაკობი: ვინ ეკითხება უკრაინას, არახამიას ვგულისხმობ, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა. სააკაშვილია საქართველო?!
ვინ ეკითხება უკრაინას, არახამიას ვგულისხმობ, ჩვენს საქმეებში ასე რომ ერევა. სააკაშვილია საქართველო?! თვითონ საჭმელს არ ჭამს (მიხეილ სააკაშვილი), თავსაც არ იკლავს. იმდენს ჭამს, რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს… გეგონება, განდი იყოს, ან მანდელა, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მოწოდებებს გაათავისუფლონ სააკაშვილი.
მეუფე იაკობისთვის მსგავსი მოწოდებები მიუღებელია და მიაჩნია, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არცერთ ქვეყანას არ აქვს.
„ვინ ეკითხება უკრაინას, არახამიას ვგულისხმობ, ჩვენა საქმეებში რომ ასე ერევა. სააკაშვილია საქართველო?! იმათ იანუკოვიჩი რომ ჰყავდეთ დაჭრილი, ეტყვიან იანუკოვიჩი გაუშვიო?! აბა, ქართველი იანუკივიჩზე რატომ გვეუბნებიან, გაუშვიო?! იქ არის ერთი იანუკოვიჩი, აქ არის მეორე. შეიძლება, ამას უფრო მეტი დანაშაული აქვს, იმას აღარ შეუძლია ქვეყანას რამე გაუფუჭოს. თვითონ საჭმელს არ ჭამს, თავსაც არ იკლავს, იმდენს ჭამს, რომ მერე სამარცხვინოდ აჩვენოს… გეგონება, ან განდი იყოს, ან მანდელა.
გუშინ სამარცხვინო რამ მოვისმინე. თურმე, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი, ეგ ხომ სირცხვილია, ეგ ხომ დაცინვაა საფლავში ვატრიალებთ ყველას. ნუ შეგვიშლით ხელს, როცა მზად ვიქნებით, მაშინ შევალთ იქ, სადაც საჭიროა, თუ არა და რატომ გვიბრაზდებით და გვაძალებთ?!“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.