2022 წელს საქართველოში 5 508 ბავშვმა შეწყვიტა სკოლაში სწავლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო
კვლევა ამ კომპონენტში ეყრდნობა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს, რომელიც აჩვენებს, რომ 2022 წელს 5 ათას გადააჭარბა იმ მოსწავლეების რიცხვმა, ვინც სკოლა ოჯახთან ერთად საზღარგარეთ წასვლის მოტივით დატოვა. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც მთელი ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, ბოლო სამ წელიწადში 8 ათასს აჭარბებს.
2022 წელი - 5 508 ბავშვი
2021 წელი - 2698 ბავშვი
2020 წელი - 1358 ბავშვი
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი კვლევაში წერს, რომ შეძლებენ თუ არა ბავშვები სკოლის დასრულებას, დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.
კვლევის მიხედვით, სკოლის დასრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (76%), ყველაზე დაბალი კახეთის (42%) და გურიის (47%) რეგიონებში.