ათობით ადამიანი დაიღუპა პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად
დაშავებულია ათობით ადამიანი.
შემთხვევა ბაჯაურის რაიონში მოხდა, სადაც პარტია ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლი (JUI) შეხვედრას ატარებდა.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ჯამიათ ულემა-ე-ისლამ-ფაზლის რეგიონალური ლიდერი მაულანა ზიაულაცაა.